პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რევაზ სოხაძე: თბილისის შემოვლითი გზა მნიშვნელოვნად განტვირთავს დედაქალაქს და გააძლიერებს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას

თბილისის შემოვლითი გზის წიწამური-ავჭალის 7.3-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე კონტრაქტორთან ხელშეკრულება გაფორმდა, რის შესახებაც ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.

რევაზ სოხაძე: თბილისის შემოვლითი გზა მნიშვნელოვნად განტვირთავს დედაქალაქს და გააძლიერებს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას
რუსთავი 2

"თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნისა და ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის, ისე დედაქალაქის საგზაო ქსელის განტვირთვისთვის. პროექტის დასრულება იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მოსახლეობის გადაადგილების პირობების გაუმჯობესებისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით", - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ თბილისის შემოვლითი გზის წიწამური-ავჭალის მონაკვეთის მშენებლობაზე ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა წიწამური-ავჭალის 7.3-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა. სამშენებლო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

მინისტრის განცხადებით, თბილისის შემოვლითი გზის სხვა მონაკვეთებზეც აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი პროცედურები და უახლოეს პერიოდში პროექტის განხორციელება კიდევ უფრო ფართო მასშტაბს მიიღებს.

"თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობის პირველი ეტაპის ფარგლებში კონტრაქტორთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და უახლოეს პერიოდში სამშენებლო სამუშაოებიც დაიწყება. რამდენიმე დღეში გამოვლინდება მესამე მონაკვეთის ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელთანაც ასევე გაფორმდება ხელშეკრულება. გვაქვს მოლოდინი, რომ უახლოეს თვეებში მეოთხე და მეხუთე მონაკვეთებზეც სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში გადავა", - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

წიწამური-ავჭალის მონაკვეთზე აშენდება ოთხზოლიანი საავტომობილო გზა, რომლის ერთ-ერთი მთავარი საინჟინრო კომპონენტი 3.4 კილომეტრის სიგრძის ორი პარალელური გვირაბია. პროექტი ასევე ითვალისწინებს ხიდების, სატრანსპორტო კვანძებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას.

თბილისის შემოვლითი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ავტომაგისტრალის (E60) მნიშვნელოვანი ნაწილია. პროექტის მთავარი მიზანია სატრანზიტო მოძრაობის ნაწილის დედაქალაქის გვერდის ავლით გატარება, რაც ხელს შეუწყობს თბილისის საგზაო ქსელის განტვირთვას, გადაადგილების დროისა და ხარჯების შემცირებას და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას.

თბილისის შემოვლითი გზა ნატახტრის/წიწამურის მიმართულებიდან რუსთავამდე დაახლოებით 49 კილომეტრზეა დაგეგმილი. წიწამური–ავჭალის მონაკვეთზე სამშენებლო ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, მესამე მონაკვეთზე ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენა უახლოეს დღეებში იგეგმება, ხოლო მეოთხე და მეხუთე მონაკვეთებზე სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვების ეფექტიანობის ზრდას, ქვეყნის სატრანსპორტო კავშირების განვითარებასა და დედაქალაქში გადაადგილების პირობების გაუმჯობესებას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოთბილისის შემოვლითი გზის წიწამური - ავჭალის მონაკვეთის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა
  2. POSTVსამთავრობოთბილისის შემოვლითი გზის წიწამური – ავჭალის მონაკვეთის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა
  3. BM.GEოპოზიციურიწიწამური-ავჭალის გვირაბს ჩინური კომპანია გაიყვანს - შემოვლითი გზის ₾499-მილიონიანი კონტრაქტი გაფორმდა
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგზების დეპარტამენტი - თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობაზე ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა - წიწამური-ავჭალის მონაკვეთზე აშენდება ოთხზოლიანი გზა, რომლის ნაწილიც 3.4 კილომეტრის სიგრძის ორი პარალელური გვირაბი იქნება
  5. რუსთავი 2სამთავრობოშუა დერეფნის გაძლიერება და დედაქალაქის განტვირთვა - თბილისის 49-კილომეტრიანი შემოვლითი მაგისტრალის მშენებლობა იწყება
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
უწყვეტი, ოთზოლიანი ავტობანი სარფიდან წითელ ხიდამდე და სადახლომდე - მთავრობის მიზანი 2031 წლის ჩათვლით ყველა ავტობანისა და თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულებაა. „ქრონიკის“ სიუჟეტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები