დონალდ ტრამპი - მხარს ვუჭერთ ევროპას, იმედია, რაც ახლა იქ ხდება დროებითია - თუ ისინი მალე გამოსავალს ვერ იპოვიან, სხვა გზა აღარ დაგვრჩება, გარდა იმისა, რომ დავტოვოთ
დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ევროპა გამოსავალს მალე ვერ იპოვის, აშშ-ს მისი მიტოვების გარდა სხვა გზა აღარ დარჩება. მან ევროპის მიერ საზღვრების ჩაკეტვის მცდელობას სუსტი უწოდა და აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ძლიერი საზღვრები აქვს.

ევროპამ საზღვრები ჩაკეტა, მაგრამ ეს მცდელობა ჩაიშალა, რადგან ისინი სუსტები იყვნენ. მათ საზღვრები მალევე ხელახლა გახსნეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა.
მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა დახურა საზღვრები და ახლა მას ყველაზე ძლიერი საზღვრები აქვს ქვეყნის ისტორიაში.
„ჩვენ დავხურეთ საზღვრები, ჩვენ ყველაზე ძლიერი საზღვრები გვაქვს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში”, - აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, მისი თქმით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს ევროპას ნაკლოვანებების და სისუსტის მიუხედავად, თუმცა, თუ ევროპა გამოსავალს მალე ვერ მოძებნის, შეერთებული შტატები იძულებული გახდება, მიატოვოს ის.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროპას, მიუხედავად მისი ნაკლოვანებებისა და სისუსტეებისა და, იმედია, რაც ახლა იქ ხდება დროებითია. რაც იქ ხდება, იმას რომ ვუყურებ, უბრალოდ გაოგნებული ვარ. თუ ისინი მალე გამოსავალს ვერ იპოვიან, სხვა გზა აღარ დაგვრჩება, გარდა იმისა, რომ დავტოვოთ. არჩევანი არ გვექნება. ვითარება ძალიან სერიოზულია”, - აღნიშნა ტრამპმა.
'
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.