ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთის ჯარებმა უკრაინის ლვოვის, ხმელნიცკის და სუმის რეგიონებს დაარტყეს

რუსეთის ძალებმა უკრაინის ლვოვის, ხმელნიცკის და სუმის ოლქებზე დრონებით იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც დაზიანდა ენერგოობიექტი, საწარმოები და საცხოვრებელი სახლები. ხმელნიცკის ოლქში თავდასხმას ორი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.

რუსეთის ჯარებმა უკრაინის ლვოვის, ხმელნიცკის და სუმის რეგიონებს დაარტყეს
რუსეთის ჯარებმა უკრაინის ლვოვის, ხმელნიცკის და სუმის რეგიონებს დაარტყესრადიო თავისუფლება

19-დან 20 ოქტომბრის ღამით უკრაინის დასავლეთში შეტევა იყო ლვოვის და ხმელნიცკის ოლქებზე. ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაქსიმ კოზიცკის ინფორმაციით, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში რუსული დრონებით ორი დარტყმა იყო ერთ-ერთ ენერგოობიექტზე.

ხმელნიცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერჰი ტიურინის ცნობით, დრონებით შეტევა იყო საწარმოზე. კონკრეტული საწარმო ტიურინს არ დაუსახელებია. უკრაინის ამ რეგიონის შეპეტივის რაიონში დაზიანებულია ეკლესიის ფასადი, ფანჯრები და სამრეკლო.

ტიურინის ცნობითვე, ხმელნიცკის და შეპეტივის რაიონებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

ხმელნიცკის ოლქი დარტყმის ქვეშ იყო 19 ოქტომბერს საღამოსაც. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაზიანდა ორი საწარმო და სახლები. დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე და ორი დაშავდა.

შუაღამის შემდეგ რუსული დრონებით შეტევა იყო უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ სუმიზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ერთ-ერთი დრონი მრავალბინიან სახლს მოხვდა და ხანძარი გამოიწვია. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის ჯარების სამიზნეა სამხედრო დანიშნულების ობიექტები და არაფერს ამბობს, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლსა და სახლებისა და სხვა სამოქალაქო ობიექტების განადგურებაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუსეთმა კვლავ დაარტყა დასავლეთ უკრაინას, არის მსხვერპლიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები