ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთმა კვლავ დაარტყა დასავლეთ უკრაინას, არის მსხვერპლი

რუსეთის არმიამ უკრაინის რეგიონებზე მორიგი იერიში მიიტანა: ზაპოროჟიეში 27 წლის ქალი დაიღუპა და 6 წლის გოგო დაიჭრა, პოლტავაში ერთი ადამიანი ემსხვერპლა თავდასხმას, ხოლო როვნოს, ტერნოპოლისა და ოდესის ოლქებში ენერგეტიკული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

რუსეთმა კვლავ დაარტყა დასავლეთ უკრაინას, არის მსხვერპლი
რუსეთმა კვლავ დაარტყა დასავლეთ უკრაინას, არის მსხვერპლირადიო თავისუფლება

რუსეთის არმიამ 18 ოქტომბრის ღამით კვლავ მიიტანა იერიში უკრაინის დასავლეთზე. დარტყმა განხორციელდა ოლქის ცენტრზე, ქალაქ როვნოზე. ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება, რომ დარტყმის ქვეშ მოქცა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, გაჩნდა ხანძრები. ბოლო დღეებში როვნო რამდენჯერმე დაექვემდებარა დარტყმებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, როვნოში დარტყმა განხორციელდა კომპანია "ნოვაია პოჩტას' ტერმინალზე.

ტერნოპოლის ოლქში დარტყმის ობიექტი იყო ენერგეტიკის ობიექტი, გაჩნდა შეფერხებები ელექტროენერგიის მიწოდებაში.

პოლტავაში ერთი ადამიანი დაიღუპა რუსეთის დარტყმის შედეგად, დაზიანებულია კერძო საცხოვრებელი სახლები.

იერიშის შედეგად ენერგეტიკის ობიექტი დაზიანდა ოდესის ოლქშიც, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 20 ათასზე მეტი ადამიანი.

ზაპოროჟიეში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაიღუპა 27 წლის ქალი, არიან დაჭრილები, მათ შორისაა 6 წლის გოგო. ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება, რომ დარტყმის შედეგად დაზიანდა ორი საცხოვრებელი სახლი, 18 ავტომობილი და სასწავლო დანიშნულების შენობა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 18 ოქტომბერს დილით აღნიშნა, რომ იმ მომენტიდან, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ე.წ. ენერგეტიკულ ზავზე ილაპარაკა, რუსეთმა 70-ზე მეტჯერ განახორციელა დარტყმები უკრაინის ენერგეტიკის ობიექტებზე.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზელენსკი: ტრამპის მიერ გამოცხადებული ენერგეტიკული ზავის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკის ობიექტებს 76-ჯერ დაარტყაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები