აკაკი ალადაშვილი საკონსტიტუციო სარჩელის შესახებ: „დარწმუნებული ვარ, წლების შემდეგ ეს პროცესი შევა საერთაშორისო სამართლებრივ სახელმძღვანელოებში, როგორც კლასიკური მაგალითი იმისა, როდის არიან ე.წ. პოლიტიკური პარტიები ძალადობრივები, ანტისახელმწიფოებრივები და ანტიკონსტიტუციურები და როდის შეეძლება მოსარჩელეს სარჩელის შეტანა მათი აკრძალვის მიზნით“
აკაკი ალადაშვილის მტკიცებით, პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი საერთაშორისო სამართლებრივ სახელმძღვანელოებში შევა. მისი თქმით, რადიკალური ჯგუფების ადგილი პოლიტიკაში არ არის და სარჩელის დაკმაყოფილებით სივრცე ახალი ოპოზიციისთვის გათავისუფლდება.

„დარწმუნებული ვარ, წლების შემდეგ ეს პროცესი შევა საერთაშორისო სამართლებრივ სახელმძღვანელოებში, როგორც კლასიკური მაგალითი იმისა, როდის არიან ე.წ. პოლიტიკური პარტიები ძალადობრივები, ანტისახელმწიფოებრივები და ანტიკონსტიტუციურები და როდის შეეძლება მოსარჩელეს სარჩელის შეტანა მათი აკრძალვის მიზნით“, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, აკაკი ალადაშვილმა რადიკალური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„პირველ რიგში, ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა, შევიტანოთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მიზნით, და უფრო მეტიც, ვიტყვი, რომ ეს არის ჩვენი ვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე.
ხშირად ამბობენ – რადიკალური ოპოზიციური პარტიებიო. ნება მომეცით, არ დავეთანხმო ამას, რადგან ისინი რადიკალური პარტიები ნამდვილად არიან, თუმცა „ოპოზიციურის“ დარქმევა კი გამიჭირდება, ვინაიდან მათ ოპოზიციური პარტიებისთვის დამახასიათებელი არავითარი ნიშანი არ გააჩნიათ იმისა. ოპოზიციური პარტია პირველ რიგში უნდა ზრუნავდეს სახელმწიფოზე, წინ უნდა აყენებდეს სახელმწიფო ინტერესებს, პატივს უნდა სცემდეს სახელმწიფო ინსტიტუტებს და უნდა ჰქონდეს არგუმენტირებული კრიტიკა. რომელ ერთს აკეთებენ აქედან? არცერთს! პატივს არ სცემენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, სახელმწიფო ინტერესებს, არ შევიდნენ პარლამენტში და ა. შ.
თუ წარსულს გავიხსენებთ, 2008 წელმა მათი უპასუხისმგებლო ქმედებებით დააყენა საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხის წინაშე. ცოტა აქეთ პერიოდს თუ გავიხსენებთ – კანდიდატის სტატუსის მონიჭების პროცედურებს – როგორ გაშმაგებით ცდილობდნენ, რომ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი ევროკავშირისგან. გავიხსენოთ მათი ძალადობრივი ქმედებები: სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა, პარლამენტის შენობაზე თავდასხმა, ცესკოზე თავდასხმა, პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა – ანუ მათ საერთოდ არ გააჩნიათ სახელმწიფოებრივი ინტერესები.
რაც შეეხება არგუმენტირებულ კრიტიკას – ერთი რომელიმე წარმომადგენლისგან თუ ვინმეს მოუსმენია არგუმენტირებული კრიტიკა? პირიქით, შეურაცხყოფას აყენებენ ადამიანებს და ეს უნდათ, თავს მოახვიონ საზოგადოებას როგორც აზრის გამოხატვის თავისუფლება, თესავენ სიძულვილს, შემოაქვთ შუღლი საზოგადოებაში და აბულინგებენ ყველას, ვინც მათ არ ეთანხმება. შესაბამისად, რადგან ისინი არ ატარებენ ოპოზიციისთვის დამახასიათებელ არანაირ ნიშანს, მე მათ ოპოზიციას ვერ ვუწოდებ. ისინი ჩემთვის რადიკალური ძალადობრივი დაჯგუფებები არიან და შესაბამისად, მათი ადგილი პოლიტიკურ ველზე არ არის.
აქედან გამომდინარე, ჩვენ ვალდებულები ვიყავით და შევიტანეთ კიდეც სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში მათი აკრძალვის მიზნით. დიდი იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სრულად დააკმაყოფილებს ჩვენს სარჩელს და ამ რადიკალური დაჯგუფებების ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარ იქნება. შესაბამისად, გათავისუფლდება სივრცე ახალი ოპოზიციური პოლიტიკური ძალებისთვის, რომლებსაც პირველ რიგში (ანალოგიურად, როგორც ჩვენ) ექნებათ დაყენებული სახელმწიფო ინტერესები. რამდენიმე ასეთი ოპოზიციური პარტია ახლაც არის პარლამენტში წარმოდგენილი, რომლებიც ჯანსაღ ოპონირებას გვიწევენ და რომლებთან ერთადაც ჩვენ ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ სახელმწიფოებრივი ინტერესების სასარგებლოდ – და არა ისე, როგორც დღეს ეს დღევანდელი აგენტურა მუშაობს გარე დავალებებისა და უცხოური ინტერესების გატარებისთვის.
დარწმუნებული ვარ, გავა წლები და ეს პროცესი შევა არა მარტო საქართველოს, არამედ საერთაშორისო სამართლებრივ სახელმძღვანელოებში, როგორც კლასიკური მაგალითი იმისა, როდის არიან ე.წ. პოლიტიკური პარტიები ძალადობრივები, ანტისახელმწიფოებრივები და ანტიკონსტიტუციურები და როდის შეეძლება მოსარჩელეს სარჩელის შეტანა მათი აკრძალვის მიზნით“, – განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„დარწმუნებული ვარ, წლების შემდეგ ეს პროცესი შევა საერთაშორისო სამართლებრივ სახელმძღვანელოებში, როგორც კლასიკური მაგალითი იმისა, როდის არიან ე.წ. პოლიტიკური პარტიები ძალადობრივები, ანტისახელმწიფოებრივები და ანტიკონსტიტუციურები და როდის შეეძლება მოსარჩელეს სარჩელის შეტანა მათი აკრძალვის მიზნით“
„პირველ რიგში, ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა, შევიტანოთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მიზნით, და უფრო მეტიც, ვიტყვი, რომ ეს არის ჩვენი ვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე. ხშირად ამბობენ – რადიკალური ოპოზიციური პარტიებიო. ნება მომეცით, არ დავეთანხმო ამას, რადგან ისინი რადიკალური პარტიები ნამდვილად არიან, თუმცა „ოპოზიციურის“ დარქმევა კი გამიჭირდება, ვინაიდან მათ ოპოზიციური პარტიებისთვის დამახასიათებელი არავითარი ნიშანი არ გააჩნიათ იმისა. ოპოზიციური პარტია პირველ რიგში უნდა ზრუნავდეს სახელმწიფოზე, წინ უნდა აყენებდეს სახელმწიფო ინტერესებს, პატივს უნდა სცემდეს სახელმწიფო ინსტიტუტებს და უნდა ჰქონდეს არგუმენტირებული კრიტიკა. რომელ ერთს აკეთებენ აქედან? არცერთს! პატივს არ სცემენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, სახელმწიფო ინტერესებს, არ შევიდნენ პარლამენტში და ა. შ. თუ წარსულს გავიხსენებთ, 2008 წელმა მათი უპასუხისმგებლო ქმედებებით დააყენა საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხის წინაშე. ცოტა აქეთ პერიოდს თუ გავიხსენებთ – კანდიდატის სტატუსის მონიჭების პროცედურებს – როგორ გაშმაგებით ცდილობდნენ, რომ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი ევროკავშირისგან. გავიხსენოთ მათი ძალადობრივი ქმედებები: სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა, პარლამენტის შენობაზე თავდასხმა, ცესკოზე თავდასხმა, პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა – ანუ მათ საერთოდ არ გააჩნიათ სახელმწიფოებრივი ინტერესები. რაც შეეხება არგუმენტირებულ კრიტიკას – ერთი რომელიმე წარმომადგენლისგან თუ ვინმეს მოუსმენია არგუმენტირებული კრიტიკა? პირიქით, შეურაცხყოფას აყენებენ ადამიანებს და ეს უნდათ, თავს მოახვიონ საზოგადოებას როგორც აზრის გამოხატვის თავისუფლება, თესავენ სიძულვილს, შემოაქვთ შუღლი საზოგადოებაში და აბულინგებენ ყველას, ვინც მათ არ ეთანხმება. შესაბამისად, რადგან ისინი არ ატარებენ ოპოზიციისთვის დამახასიათებელ არანაირ ნიშანს, მე მათ ოპოზიციას ვერ ვუწოდებ. ისინი ჩემთვის რადიკალური ძალადობრივი დაჯგუფებები არიან და შესაბამისად, მათი ადგილი პოლიტიკურ ველზე არ არის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვალდებულები ვიყავით და შევიტანეთ კიდეც სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში მათი აკრძალვის მიზნით. დიდი იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სრულად დააკმაყოფილებს ჩვენს სარჩელს და ამ რადიკალური დაჯგუფებების ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარ იქნება. შესაბამისად, გათავისუფლდება სივრცე ახალი ოპოზიციური პოლიტიკური ძალებისთვის, რომლებსაც პირველ რიგში (ანალოგიურად, როგორც ჩვენ) ექნებათ დაყენებული სახელმწიფო ინტერესები. რამდენიმე ასეთი ოპოზიციური პარტია ახლაც არის პარლამენტში წარმოდგენილი, რომლებიც ჯანსაღ ოპონირებას გვიწევენ და რომლებთან ერთადაც ჩვენ ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ სახელმწიფოებრივი ინტერესების სასარგებლოდ – და არა ისე, როგორც დღეს ეს დღევანდელი აგენტურა მუშაობს გარე დავალებებისა და უცხოური ინტერესების გატარებისთვის. დარწმუნებული ვარ, გავა წლები და ეს პროცესი შევა არა მარტო საქართველოს, არამედ საერთაშორისო სამართლებრივ სახელმძღვანელოებში, როგორც კლასიკური მაგალითი იმისა, როდის არიან ე.წ. პოლიტიკური პარტიები ძალადობრივები, ანტისახელმწიფოებრივები და ანტიკონსტიტუციურები და როდის შეეძლება მოსარჩელეს სარჩელის შეტანა მათი აკრძალვის მიზნით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.