ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აშშ-ში უკრაინელი და სუდანელი ლტოლვილებისთვის დროებითი დაცვის სტატუსი გახანგრძლივდა

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებით, უკრაინელი და სუდანელი მიგრანტები დროებითი დაცვის სტატუსს შეინარჩუნებენ. Reuters-ის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ში მყოფ 240 000 უკრაინელსა და 6 800 სუდანის მოქალაქეს ეხება.

აშშ-ში უკრაინელი და სუდანელი ლტოლვილებისთვის დროებითი დაცვის სტატუსი გახანგრძლივდა
აშშ-ში უკრაინელი და სუდანელი ლტოლვილებისთვის დროებითი დაცვის სტატუსი გახანგრძლივდაინტერპრესნიუსი

უკრაინელი ლტოლვილები აშშ-ში დარჩენის უფლებით სარგებლობას გააგრძელებენ, - ამის შესახებ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა განაცხადა.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებით, ამ ეტაპზე უკრაინელი და სუდანელი მიგრანტები აშშ-ში დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსს შეინარჩუნებენ.

აშშ-ში უკრაინელი და სუდანელი მიგრანტების დროებითი დაცვის სტატუსის მოქმედების ვადა დღეს იწურებოდა.

დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ უკრაინელი და სუდანელი ლტოლვილების სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება „შესაბამის დროს იქნება მიღებული“, ხოლო იქამდე ისინი დაცვის სტატუსით სარგებლობას გააგრძელებენ.

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ში დროებითი დაცვის სტატუსით 240000 უკრაინის და 6800 სუდანის მოქალაქე სარგებლობს.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას ნება დართო, მიგრანტების მესამე ქვეყნებში გაძევების პროგრამა განაახლოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები