რუსეთში სიცოცხლის ხანგრძლივობის ლაბორატორია გახსნეს. პუტინის ქალიშვილი მარია ვორონცოვა ამ სფეროში გარღვევას 10–20 წელიწადში აანონსებს
მოსკოვის მართვის სკოლა „სკოლკოვოს“ ჯანდაცვის განვითარების ცენტრის ბაზაზე სიცოცხლის ხანგრძლივობის ლაბორატორია შეიქმნა. როგორც რუსული მედია წერს, იქ შეისწავლიან სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდის გავლენას ჯანდაცვაზე, ბაზრებზე, შრომით საქმიანობასა და სახელმწიფო პოლიტიკაზე. მიღებული მონაცემების საფუძველზე მკვლევრები ხანდაზმული ადამიანების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად მმართველობით გადაწყვეტილებებს შეიმუშავებენ.
რუსეთში სიცოცხლის ხანგრძლივობის ლაბორატორია გახსნეს. პუტინის ქალიშვილი მარია ვორონცოვა ამ სფეროში გარღვევას 10–20 წელიწადში აანონსებს.
მოსკოვის მართვის სკოლა „სკოლკოვოს“ ჯანდაცვის განვითარების ცენტრის ბაზაზე სიცოცხლის ხანგრძლივობის ლაბორატორია შეიქმნა. როგორც რუსული მედია წერს, იქ შეისწავლიან სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდის გავლენას ჯანდაცვაზე, ბაზრებზე, შრომით საქმიანობასა და სახელმწიფო პოლიტიკაზე. მიღებული მონაცემების საფუძველზე მკვლევრები ხანდაზმული ადამიანების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად მმართველობით გადაწყვეტილებებს შეიმუშავებენ.
მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო კვლევებისა და განათლების ინსტიტუტის დირექტორმა, ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა მარია ვორონცოვამ „სკოლკოვოს“ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ჯერჯერობით მეცნიერება მცირედით დაწინაურდა ადამიანის სიცოცხლის იმ ზღვარს მიღმა გახანგრძლივებაში, რაც „ბუნების მიერ არის ჩადებული - 85–90 წელი“. მისი თქმით, მკვლევართა გზაზე ერთ-ერთი დაბრკოლება ისაა, რომ დაბერება დაავადებად არ ითვლება, დიაგნოზის გარეშე კი მედიკამენტების კლინიკური გამოცდების ჩატარება შეუძლებელია. ამასთან, ვორონცოვას პროგნოზით, 10–20 წელიწადში „სიკვდილის მიმართ კაცობრიობის საყოველთაო შიში“ ჯანდაცვის ორგანიზატორებს ამ პრობლემის გადაჭრისკენ უბიძგებს.
2025 წელს ვორონცოვამ რუსეთის სამეცნიერო ფონდისგან 30 მილიონი რუბლის ოდენობის გრანტი მიიღო უჯრედული განახლებისა და აქტიური სიცოცხლის ხანგრძლივობის შემსწავლელი ლაბორატორიისთვის.
2026 წლის მაისში The Wall Street Journal წერდა, რომ რუსეთის მთავრობა ეროვნული პროექტის - „ჯანმრთელობის შენარჩუნების ახალი ტექნოლოგიების“ ფარგლებში აფინანსებს დაბერებასთან ბრძოლის მასშტაბურ პროგრამას, რომლის ღირებულებაც 26 მილიარდი დოლარია - მათ შორის ორგანოების ბიობეჭდვას, ქსენოტრანსპლანტაციას (ჯუჯა ღორების მონაწილეობით) და გენურ თერაპიას. გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამას პუტინთან დაახლოებული პირები კურირებენ: მისი ქალიშვილი მარია ვორონცოვა (ენდოკრინოლოგი, რომელიც პასუხისმგებელია სახელმწიფო გენეტიკურ პროექტებზე) და ფიზიკოსი მიხეილ კოვალჩუკი - კურჩატოვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი და ბანკირ იური კოვალჩუკის (პუტინის მეგობრის) უფროსი ძმა. უფროს კოვალჩუკს კრემლის სიცოცხლის გახანგრძლივების პროგრამის იდეურ არქიტექტორად მოიხსენიებდნენ: მისი თქმით, მეცნიერება მალე გახდის შესაძლებელს ადამიანის სხეულის ნაწილების უსასრულოდ შეკეთებასა და ჩანაცვლებას.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.