მარკო რუბიომ უკრაინა შავ ზღვაში ამერიკული კომპანიების კუთვნილი ნავთობის გადამზიდ გემებზე დარტყმების განხორციელებაში დაადანაშაულა და ზელენსკის მოუწოდა, „იპოვოს ამ სისხლისმღვრელი ომის დასრულების გზა“
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უკრაინა შავ ზღვაში ამერიკული კომპანიების ნავთობმზიდ გემებზე დარტყმებში დაადანაშაულა და ვოლოდიმირ ზელენსკის ომის დასრულებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, დარტყმები განზრახ არ განხორციელებულა, თუმცა ამერიკული ნავთობი დაზიანდა.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უკრაინა შავ ზღვაში ამერიკული კომპანიების კუთვნილი ნავთობის გადამზიდ გემებზე დარტყმების განხორციელებაში დაადანაშაულა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
გამოცემა New York Post-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება რუბიომ Breitbart-თან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, ამერიკული კომპანიები უკავშირდებიან ხელისუფლებას და ჩივიან, რომ შავ ზღვაში უკრაინის მიერ მიყენებული დარტყმების შედეგად მათი კუთვნილი ნავთობი დაზიანდა.
როგორც რუბიომ აღნიშნა, მას არ სჯერა, თითქოს უკრაინა ამ გემებს განზრახ ესროდა, თუმცა ფაქტია, რომ ხომალდები მაინც დაზიანდა, რაც გლობალური ენერგეტიკული კრიზისის ფონზე ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს.
სახელმწიფო მდივანმა გამოხატა იმედგაცრუება იმის გამო, რომ აშშ-ის თხოვნის მიუხედავად, მსგავსი შემთხვევები მაინც მოხდა და მოუწოდა ზელენსკის, იპოვოს ამ სისხლისმღვრელი ომის დასრულების გზა.
ამასთანავე, მარკო რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას არ შეუწყვეტია უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარება, რომლებიც კიევს რუსეთის მოსალოდნელი ბალისტიკური სარაკეტო დარტყმების შესახებ აფრთხილებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.