ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის ნაცემია

იუსტიციის სამინისტრორუსთავი 2საქართველოს პროკურატურა

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ცნობას, თითქოს ბრალდებული დავით ფეიქრიშვილი ნაცემია. უწყების განმარტებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მას პაემანი ეკრძალება, თუმცა გავრცელებული ხმების ფონზე ოჯახთან ერთჯერადი სატელეფონო ზარის უფლება მიეცა.

პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის ნაცემია
პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის ნაცემიარუსთავი 2

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის ნაცემია.

ინფორმაციის გადამოწმებისას, "რუსთავი 2-ს" უწყებაში უპასუხეს, რომ ეს არის სიცრუე, ხოლო რაც შეეხება ბრალდებულის დედის მოთხოვნას შვილთან შეხვედრის შესახებ, პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ პროკურატურის მიერ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ბრალდებულს პაემნით სარგებლობა აკრძალული აქვს.

მიუხედავად აღნიშნული შეზღუდვისა, ბოლო პერიოდში დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებული არასწორი ინფორმაციისა და მისი ოჯახის ინტერესების გათვალისწინებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საგამოძიებო ორგანოს შუამდგომლობით მიმართა და შედეგად, ბრალდებულს ერთჯერადად სატელეფონო ზარით სარგებლობის უფლება მიეცა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პენიტენციური უარყოფს, რომ დავით ფეიქრიშვილი ნაცემიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები