ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან ხაბეიშვილი - სოლიდარობა ვახო სანაიას - წარმოიდგინეთ, ვახოსნაირი გაბედული ათასობით რომ იყოს, რეჟიმი ორ დღეში გაქრებოდა

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი 30-დღიან პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტ ვახო სანაიას სოლიდარობას უცხადებს და ამტკიცებს, რომ სანაიას მსგავსი ათასობით გაბედული ადამიანი რომ ყოფილიყო, რეჟიმი ორ დღეში გაქრებოდა.

ლევან ხაბეიშვილი - სოლიდარობა ვახო სანაიას - წარმოიდგინეთ, ვახოსნაირი გაბედული ათასობით რომ იყოს, რეჟიმი ორ დღეში გაქრებოდა
ლევან ხაბეიშვილი - სოლიდარობა ვახო სანაიას - წარმოიდგინეთ, ვახოსნაირი გაბედული ათასობით რომ იყოს, რეჟიმი ორ დღეში გაქრებოდაინტერპრესნიუსი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიას, რომელსაც 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, სოლიდარობას უცხადებს.

როგორც ხაბეიშვილი წერილში წერს, სანაიას მსგავსი „გაბედული ათასობით“ რომ იყოს, „ქართული ოცნება“ მმართველობას ჩამოშორდებოდა.

„რუსებმა ჯერ აფხაზეთიდან გამოდევნეს და საკუთარ ქვეყანაში დევნილად აქციეს, შემდეგ უდიდესი ტრაგედია დაატეხეს თავს. ახლა რუსების ოფიციალური წარმომადგენლობა არ ასვენებს და მუდმივად ცდილობს დაატყვეოს, პატიმრობაში ამყოფოს, მას და მის ოჯახს სიცოცხლე გაუმწაროს!

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მამაცურად, ვაჟკაცურად დგას და წამით არ იხევს უკან!

სოლიდარობა ვახო სანაიას! უპირობო პატივისცემა ჩემგან!

სხვების გამკვირვებია... წარმოიდგინეთ, ვახოსნაირი გაბედული ათასობით რომ იყოს... რეჟიმი 2 დღეში გაქრებოდა!“, - წერს ლევან ხაბეიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება ვახო სანაიას დაპატიმრებაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები