გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 ოქტომბერს დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების სოფლების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება, რის შესახებაც ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო - პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 ოქტომბერს, 09:40-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ფასანაური, ჭართალი, მუგუდა, სეფე, ცხვედიეთი და მიმდებარე სოფლებში; 14:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წეროვანი, კვლევითი, ნარეკვავი, წილკანი, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში; 15:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძალისი, ვაზიანი, მუხრანი, ძველი ქანდა და მიმდებარე სოფლებში; 16:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძეგვი, ხეკორძი, ნიჩბისი, ქსანი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.