ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გია ვოლსკი – ადვოკატსაც და ირაკლი ღარიბაშვილსაც გაუჭირდებათ დამტკიცება, რომ პოლიტიკური ნიშანი დევს მის გასამართლებაში, რეალური ფაქტები დაიდო და დანაშაული სახეზეა

საქართველოს პარლამენტისაქართველოს პროკურატურათავდაცვის სამინისტრო

პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს გაუჭირდება პოლიტიკური მოტივის დამტკიცება, რადგან დანაშაული სახეზეა და იგი „პოლიტიკური ქოლგის ქვეშ“ დამალვას ცდილობს.

გია ვოლსკი – ადვოკატსაც და ირაკლი ღარიბაშვილსაც გაუჭირდებათ დამტკიცება, რომ პოლიტიკური ნიშანი დევს მის გასამართლებაში, რეალური ფაქტები დაიდო და დანაშაული სახეზეა
გია ვოლსკი – ადვოკატსაც და ირაკლი ღარიბაშვილსაც გაუჭირდებათ დამტკიცება, რომ პოლიტიკური ნიშანი დევს მის გასამართლებაში, რეალური ფაქტები დაიდო და დანაშაული სახეზეაპირველი არხი

ადვოკატსაც და ირაკლი ღარიბაშვილსაც გაუჭირდებათ, დაამტკიცონ, რომ რაღაც პოლიტიკური ნიშანი დევს მის გასამართლებაში, დაკავებაში, სასამართლო პროცესში და პროკურატურას სხვა არაფერი გააჩნია, თუ არა პოლიტიკური მოსაზრება, ფაქტი რეალურია და მან ეს რეალური ფაქტი აღიარა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, რეალური ფაქტები დაიდო და კრიმინალური დანაშაული სახეზეა.

„დანაშაული სახეზეა და არამარტო ეს დანაშაულია სახეზე, საერთოდ დანაშაული, როდესაც ასეთი ვითარებიდან გამომდინარე კიდევ სხვა გყავს ჩართული სახელმწიფო სტრუქტურებიდან, იგივე თავდაცვის სამინისტრო ამ დანაშაულებრივ სქემაში. ძნელი იქნება თავის მართლება, მიუხედავად იმისა, რომ ეს რაღაც გარკვეულ ტრაგიკულ ელემენტებსაც ატარებს. ტრენდი შეიქმნა, რომ დანაშაულს თუ ჩაიდენ, მაგალითად, 17 მილიონს თუ მოიპარავ ბანკიდან და ოფშორულ ზონაში გადარიცხავ, უნდა თქვა, რომ პოლიტიკური პარტია ვარ, პოლიტიკური პარტია უნდა შექმნა და შემდეგ თქვა, რომ პროცესი იმის გამო კი არ მიმდინარეობს, რომ დანაშაული იყო ჩადენილი, არამედ უნდათ, პოლიტიკური ქოლგის ქვეშ დაიმალონ. იგივე ხდება ღარიბაშვილის შემთხვევაშიც. სხვა არანაირი არგუმენტი არ გააჩნია და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული დაუდონ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, ისწავლა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისგან, როგორ აიღოს თანხა და შემდეგ ეს ყველაფერი პოლიტიკურ პროცესად აქციოს, ვოლსკიმ უპასუხა: „დიახ“.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დანაშაული სახეზეა და არამარტო ეს დანაშაულია სახეზე, საერთოდ დანაშაული, როდესაც ასეთი ვითარებიდან გამომდინარე კიდევ სხვა გყავს ჩართული სახელმწიფო სტრუქტურებიდან, იგივე თავდაცვის სამინისტრო ამ დანაშაულებრივ სქემაში. ძნელი იქნება თავის მართლება, მიუხედავად იმისა, რომ ეს რაღაც გარკვეულ ტრაგიკულ ელემენტებსაც ატარებს. ტრენდი შეიქმნა, რომ დანაშაულს თუ ჩაიდენ, მაგალითად, 17 მილიონს თუ მოიპარავ ბანკიდან და ოფშორულ ზონაში გადარიცხავ, უნდა თქვა, რომ პოლიტიკური პარტია ვარ, პოლიტიკური პარტია უნდა შექმნა და შემდეგ თქვა, რომ პროცესი იმის გამო კი არ მიმდინარეობს, რომ დანაშაული იყო ჩადენილი, არამედ უნდათ, პოლიტიკური ქოლგის ქვეშ დაიმალონ. იგივე ხდება ღარიბაშვილის შემთხვევაშიც. სხვა არანაირი არგუმენტი არ გააჩნია და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული დაუდონ“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ადვოკატი სოსო ბარათაშვილი - მიმაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უნდა დაესწროს სასამართლო პროცესსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები