ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ევრონიუსი“: ევროპაში ინფლაციისა და ენერგორესურსების გაძვირების ფონზე ეკონომიკური მდგომარეობა რთულდება, იზრდება საცხოვრებლის, სურსათისა და კომუნალური მომსახურების ხარჯები

„ევროსტატის“ მონაცემებით, ევროზონაში წლიურმა ინფლაციამ 3,8%-ს მიაღწია, ენერგორესურსების ფასები კი 18,8%-ით გაიზარდა. „ევრონიუსის“ ცნობით, ევროპაში სურსათის, გათბობისა და საცხოვრებლის გაძვირების ფონზე მილიონობით ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა მძიმდება.

„ევრონიუსი“: ევროპაში ინფლაციისა და ენერგორესურსების გაძვირების ფონზე ეკონომიკური მდგომარეობა რთულდება, იზრდება საცხოვრებლის, სურსათისა და კომუნალური მომსახურების ხარჯები
„ევრონიუსი“: ევროპაში ინფლაციისა და ენერგორესურსების გაძვირების ფონზე ეკონომიკური მდგომარეობა რთულდება, იზრდება საცხოვრებლის, სურსათისა და კომუნალური მომსახურების ხარჯებიიმედინიუსი

ევროპაში ინფლაციისა და ენერგორესურსების გაძვირების ფონზე ეკონომიკური მდგომარეობა რთულდება, იზრდება საცხოვრებლის, სურსათისა და კომუნალური მომსახურების ხარჯები, რაც მილიონობით ევროპელი ოჯახის მსყიდველუნარიანობაზე უარყოფითად აისახება. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

„ევროსტატის“ მონაცემებით, სექტემბერში ევროზონაში წლიურმა ინფლაციამ 3,8 პროცენტს მიაღწია, ენერგორესურსების ფასები კი, 18,8 პროცენტით გაიზარდა. როგორც გამოცემა წერს, ფასების ზრდა ევროკავშირის ეკონომიკის თითქმის ყველა ძირითად სექტორს შეეხო.

ევროპის ცენტრალური ბანკის კვლევის თანახმად, ევროკავშირის მომხმარებელთა 35 პროცენტი შეშფოთებულია იმით, შეძლებს თუ არა სურსათის შეძენას. გამოკითხულთა 74 პროცენტმა კი შენიშნა, რომ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების შეფუთვა ან მოცულობა მცირდება, თუმცა მათი ფასი უცვლელი რჩება. ელექტროენერგიისა და გათბობის ხარჯების ზრდის გამო, მილიონობით ევროპელს საცხოვრებლის სათანადოდ გათბობა უჭირს. ამავდროულად, სამშენებლო ხარჯების მატება და საცხოვრებელი ფართების დეფიციტი უძრავი ქონებისა და ქირის ფასების ზრდას განაპირობებს.

„ევრონიუსის“ ცნობით, ევროკომისია ფასების ზრდის შედეგების შესამსუბუქებლად რამდენიმე ინიციატივას ახორციელებს, თუმცა, ევროკავშირის მიერ შემუშავებული ღონისძიებების მნიშვნელოვანი ნაწილი გრძელვადიან რეფორმებზეა ორიენტირებული.

„ევრონიუსი“ წერს, რომ არსებული ვითარება აჩენს კითხვებს, რამდენად საკმარისია ბრიუსელის მიერ დაგეგმილი ზომები ინფლაციის შედეგების შესამსუბუქებლად და როგორ უნდა გადანაწილდეს პასუხისმგებლობა ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრი ქვეყნების ეროვნულ მთავრობებს შორის.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
სექტემბერში ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა - ეროვნული ბანკიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები