ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვახტანგ ცინცაძე: საგარეო ვაჭრობის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გრძელდება და 9 თვის მაჩვენებლებით რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები

საქართველოს მთავრობა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, 9 თვის მაჩვენებლებით ექსპორტი თითქმქოს 20%-ით გაიზარდა და 6,1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი 60%-ზე მეტით გაიზარდა და რეკორდულ 3,7 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ვახტანგ ცინცაძე: საგარეო ვაჭრობის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გრძელდება და 9 თვის მაჩვენებლებით რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები
ვახტანგ ცინცაძე: საგარეო ვაჭრობის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გრძელდება და 9 თვის მაჩვენებლებით რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლებირუსთავი 2

"საგარეო ვაჭრობის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გრძელდება და 9 თვის მაჩვენებლებით რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.

მისი თქმით, ექსპორტი დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი და 6,1 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 60%-ზე მეტად არის გაზრდილი და 3,7 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.

ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, აღნიშნული დადებითი დინამიკა სწორედ იმ მხარდამჭერი მექანიზმებისა და პოლიტიკის შედეგია, რასაც სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების დასახმარებლად ახორციელებს.

"საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ჩვენ გაგვაჩნია ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ისეთი მხარდამჭერი მექანიზმები, რომელიც ფაქტობრივად ექსპორტს ასტიმულირებს. მათ შორის საქართველოს მთავრობას გააჩნია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რომელიც ასევე ექსპორტის წამახალისებელია. საქართველოს მთავრობა აგრძელებს აქტიურ მუშაობას, მათ შორის სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას, რომელიც მიმართულია კერძო სექტორის მხარდაჭერისა და ბიზნეს სექტორის აქტივობის ზრდისკენ, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ერთი მხრივ მაღალ ეკონომიკურ ზრდას, ხოლო მეორე მხრივ ქვეყანაში ქმნის დამატებით ახალ სამუშაო ადგილებს", - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

2026 წლის სექტემბერში ექსპორტი 4.0%-ით გაიზარდა და სექტემბრის თვის რეკორდული მოცულობა 731.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რე-ექსპორტის გამოკლებით) წინა წლის სექტემბერთან შედარებით 41.0%-ით გაიზარდა და თვიურ ჭრილში რეკორდულ მოცულობას, 470.7 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.

ასევე, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 19.6%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდული მოცულობა 6,153.2 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი 60.3%-ით გაიზარდა და რეკორდულ მოცულობას 3,756.5 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საგარეო ვაჭრობის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გრძელდება და 9 თვის მაჩვენებლებით რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები“
ვახტანგ ცინცაძე
„საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ჩვენ გაგვაჩნია ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ისეთი მხარდამჭერი მექანიზმები, რომელიც ფაქტობრივად ექსპორტს ასტიმულირებს. მათ შორის საქართველოს მთავრობას გააჩნია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რომელიც ასევე ექსპორტის წამახალისებელია. საქართველოს მთავრობა აგრძელებს აქტიურ მუშაობას, მათ შორის სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას, რომელიც მიმართულია კერძო სექტორის მხარდაჭერისა და ბიზნეს სექტორის აქტივობის ზრდისკენ, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ერთი მხრივ მაღალ ეკონომიკურ ზრდას, ხოლო მეორე მხრივ ქვეყანაში ქმნის დამატებით ახალ სამუშაო ადგილებს“
ვახტანგ ცინცაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ვახტანგ ცინცაძე: სექტემბრის თვეში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 731 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, ასევე რეკორდულია იანვარი-სექტემბრის მაჩვენებლებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები