ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

თბილისის საქალაქო სასამართლოსაქართველოს პროკურატურა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფინანსური პირამიდის სქემით მოქალაქეებისგან 394 853 ლარის მითვისებასა და თანხის კრიპტოვალუტაში გათეთრებაში დამნაშავედ ცნო ჩინეთის მოქალაქე და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრაიმედინიუსი

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წელს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე საინვესტიციო თაღლითობაზე დაფუძნებული ფინანსური პირამიდის სქემის ფარგლებში, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს მოქალაქეების კუთვნილ 394 853 ლარს, რის შემდგომაც თანხის უკანონო წარმომავლობის შესანიღბად გარდაქმნა თანხა კრიპტოვალუტაში და მოახდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები