აბას არაღჩიმ ისრაელი აშშ-ის ახალ ომში ჩათრევის მცდელობაში დაადანაშაულა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის ახალ ომში ჩათრევის მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ის ამას ციხეში ჩაჯდომის თავიდან ასაცილებლად აკეთებს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის ახალ ომში ჩათრევას ცდილობს.
„წინა ჯერზე, როდესაც საქმის ბოლომდე მიყვანა გსურდათ, ირანი მხოლოდ გაძლიერდა. გსურთ ბედი ხელახლა ცადოთ? ინებეთ. მაგრამ ფრთხილად იყავით: ჩვენც გვაქვს დაუსრულებელი საქმეები“, - დაწერა არაღჩიმ სოციალურ ქსელ X-ში.
ამასთან, ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ნეთანიაჰუს აშშ მორიგ ომში იმისთვის შეჰყავს, რომ ციხეში არ აღმოჩნდეს - იმის მიუხედავად, თუ რა შედეგები მოჰყვება ამას ისრაელისთვის.
არაღჩის განცხადება მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ქვეყანაში დაგეგმილი არჩევნების წინ „სრული და უპირობო“ მხარდაჭერა გამოუცხადა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„წინა ჯერზე, როდესაც საქმის ბოლომდე მიყვანა გსურდათ, ირანი მხოლოდ გაძლიერდა. გსურთ ბედი ხელახლა ცადოთ? ინებეთ. მაგრამ ფრთხილად იყავით: ჩვენც გვაქვს დაუსრულებელი საქმეები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…