ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღო ტოკიოში წყალმომარაგების შესახებ გამართულ შეხვედრაში

სემეკი

სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა ტოკიოში გამართულ სემინარზე განაცხადა, რომ საქართველოში 8 ლიცენზიატი კომპანია ოპერირებს და წყალმომარაგების სექტორში მომსახურების მაღალი ხარისხის მიღწევა მხოლოდ სოლიდური ინვესტირებითაა შესაძლებელი.

გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღო ტოკიოში წყალმომარაგების შესახებ გამართულ შეხვედრაში
გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღო ტოკიოში წყალმომარაგების შესახებ გამართულ შეხვედრაშირუსთავი 2

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღო იაპონიაში, ქ. ტოკიოში წყალმომარაგების მენეჯმენტის შესახებ საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში გამართულ სემინარში. კომისიის წევრმა სემინარის მონაწილეებს გააცნო საქართველოში წყალმომარაგების სექტორის რეგულირების პრინციპები და სატარიფო პოლიტიკა.

სემინარი გაიმართა საერთაშორისო წყლის მენეჯმენტის კომპანია "აქუალიასა" და იაპონიაში ესპანეთის სამეფოს საელჩოს მასპინძლობით.

როგორც გიორგი ფანგანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სემეკის საქმიანობაში წყალმომარაგების სექტორის ეფექტიანი რეგულირება წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას:

"წყალმომარაგება წარმოადგენს კაპიტალტევად დარგს და სექტორში მომსახურების მაღალი ხარისხის სტანდარტების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ სოლიდური ინვესტირებით. დღეისათვის საქართველოს წყალმომარაგების სექტორში ოპერირებს 8 ლიცენზიატი კომპანია. სემეკის მიზანია, რომ ეფექტიანი რეგულირებით ხელი შეეწყოს წყალმომარაგების სექტორის პერმანენტულ განვითარებასა და სამართლიან სატარიფო პოლიტიკას, სადაც თანაბრად იქნება დაცული როგორც მომსახურე კომპანიის, ასევე მომხმარებლის უფლებები.

აღსანიშნავია, რომ მსხვილი ინვესტორისა და საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიის Aqualia-ს დაინტერესება საქართველოს წყალმომარაგების სექტორით ქვეყნის გამჭვირვალე მიდგომებისა და ეფექტიანი რეგულირების დასტურია, რაც საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოზიციებს კიდევ უფრო აძლიერებს", - აღნიშნა გიორგი ფანგანმა.

წყალმომარაგების მენეჯმენტის შესახებ საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში გამართული სემინარი მიზნად ისახავდა წყალმომარაგების სექტორში საჯარო და კერძო თანამშრომლობის წარმატებული მოდელების, რეგულირების გამოცდილებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვას. გიორგი ფანგანთან ერთად, სემინარზე სიტყვით წარდგნენ წყალმომარაგების სექტორში მოქმედი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი ფანგანმა ქ.ტოკიოში წყალმომარაგების შესახებ გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები