ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სუვერენული სახელმწიფოს პოლიტიკური ლანდშაფტი არ შეიძლება იყოს გაჯერებული აგენტურით დაკომპლექტებული, გარედან მართული ანტიკონსტიტუციური და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი ე.წ. პოლიტიკური ძალებით - დავით მათიკაშვილი

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობალელოფედერალისტებისაქართველოს პარლამენტი

"ქართული ოცნების" სარჩელს 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლო ოთხშაბათიდან განიხილავს; საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური ველი "აგენტურით" არ უნდა იყოს გაჯერებული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაა.

ორი დღე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვამდე. 5 ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე 7 მოსამართლე ოთხშაბათიდან 3 დღის განმავლობაში იმსჯელებს.

მოსარჩელე მხარე - ქართული ოცნება" ბათუმში კონკრეტული მტკიცებულებებით ჩადის. რა სამართლებრივი არგუმენტებით დაიცავს საკუთარ პოზიციას ოპოზიცია ამ დროისთვის გაურკვეველია. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ წარმოდგენილი ფაქტების გათვალისწინებით, ისინი შეძლებენ საკონსტიტუციო სასამართლოს

"ნაციონალური მოძრაობის", "ახალის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და პარტია "საქართველოსთვის" აკრძალვის აუცილებლობა დაუმტკიცონ. თავად სასამართლოს კი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად 9 თვიანი ვადა აქვს.

როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, საკონსტიტუციო სარჩელი მტკიცებულებებით არის გაჯერებული და ერთადერთი მართებული გადაწყვეტილება სამართლებრივ ჭრილში, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება იქნება.

"სუვერენული სახელმწიფოს პოლიტიკური ლანდშაფტი არ შეიძლება იყოს გაჯერებული აგენტურით დაკომპლექტებული, ქვეყნის გარედან მართული ანტიკონსტიტუციური და სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხალხის წინააღმდეგ მოქმედი ე.წ. პოლიტიკური ძალებით.

სწორედ ამ შინაარსით, მტკიცებულებებით გაჯერებული ფორმით არის წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელი, ამიერიდან, რა თქმა უნდა, ჯერია საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე, მოსამართლეებზე. მათი გადასაწყვეტია ეს საკითხი, თუმცა, ვფიქრობ ერთადერთი სწორი და მართებული გადაწყვეტილება სამართლებრივ ჭრილში იქნება ბუნებრივია, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

არ მოსწონთ რადიკალებს აგენტურას ეს სარჩელი და ეს პროცესი. ზოგი სასამართლოს მიღმა ცდილობს გააპროტესტოს, სხვებმა ფარხმალი დაყარეს, ნაწილი პარტიების, ცდილობენ იქ ადგილზე სასამართლოში დაიცვან თავი, თუმცა რეალურად, ის არგუმენტები, რომლითაც სამართლებრივ ჭრილში შესაძლებელია თავის დაცვა, მათ პრაქტიკულად არ გააჩნიათ", - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მაჭავარიანი: საკონსტიტუციო სარჩელის მთავარი მიზანი არის ის, რომ პოლიტიკური ველი გასუფთავდეს აგენტურისგან და შესაბამისად, უფრო მეტი მოტივაცია მიეცეთ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდებს, რათა ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები