ღარიბაშვილი თავის სასამართლოს არ ესწრება
ქრთამის აღების საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესს ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი არ ესწრება და პროცესს „პოლიტიკურ მასკარადს“ უწოდებს; გამოძიების მტკიცებით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მას ჯარის შესყიდვიდან აღებული ქრთამის ნახევარი გაუნაწილა.

დღეს ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ წაყენებული ქრთამის საქმეზე წინა სასამართლო სხდომა იმართება, თუმცა მას ექსპრემიერი არ ესწრება.
საუბარია საქმეზე, რომლის ფარგლებშიც გამოძიება ამტკიცებს, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჯარის შესყიდვიდან აღებული ქრთამის ნახევარი ექს-პრემიერს გაუნაწილა.
ბურჭულაძეს ბრალი აღიარებული აქვს და მას საპროცესო გარიგებაც აქვს გაფორმებული. ექსპრემიერის ადვოკატის ცნობით, ბურჭულაძემ ჩვენება მისცა ღარიბაშვილის წინააღმდეგ. თავად ღარიბაშვილმა ამ საქმეს “პოლიტიკური ბრძოლა” და მასკარადი უწოდა ჯერ კიდევ აგვისტოში გავრცელებულ წერილში.
“ეს არის დაუნდობელი პოლიტიკური ბრძოლა, უსამართლობა და ბოროტება ჩემ წინააღმდეგ. მე აღარ ვაპირებ ამ სამარცხვინო და ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელ პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობას. შესაბამისად, არც სასამართლო პროცესში მივიღებ მონაწილეობას. ჩემს ინტერესებს მხოლოდ ჩემი ადვოკატები წარმოადგენენ და დაიცავენ. აქვე ვაცხადებ, რომ ჩემი ამ გადაწყვეტილებით არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ — არც პროკურორებს და არც მოსამართლეებს. უბრალოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი და ვიცი, რა და როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა, აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე და ჩავერთო პოლიტიკურ მასკარადში“, – დაწერა ღარიბაშვილმა.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.