ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზაზა შათირიშვილი: “ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა, უმეცრება ძალაა” – ეს ლოზუნგი ჯორჯ ორუელისეულ “ორაზროვნების” ფორმულას წარმოადგენს, რომელსაც სამი ტოტალიტარული სახელმწიფოდან ერთ-ერთის, “ოკეანიის” მთავრობა და მმართველი პარტია საზოგადოების მართვისთვის იყენებს”

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ჯორჯ ორუელისა და ოლდოს ჰაქსლის დისტოპიურ რომანებს აანალიზებს და აღნიშნავს, რომ ტოტალიტარული მმართველობა საზოგადოების ტოტალური კონტროლის, პროპაგანდისა და ინდივიდუალიზმის გაქრობის ხარჯზე ინარჩუნებს ძალაუფლებას.

ზაზა შათირიშვილი: “ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა, უმეცრება ძალაა” – ეს ლოზუნგი ჯორჯ ორუელისეულ “ორაზროვნების” ფორმულას წარმოადგენს, რომელსაც სამი ტოტალიტარული სახელმწიფოდან ერთ-ერთის, “ოკეანიის” მთავრობა და მმართველი პარტია საზოგადოების მართვისთვის იყენებს”
ზაზა შათირიშვილი: “ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა, უმეცრება ძალაა” – ეს ლოზუნგი ჯორჯ ორუელისეულ “ორაზროვნების” ფორმულას წარმოადგენს, რომელსაც სამი ტოტალიტარული სახელმწიფოდან ერთ-ერთის, “ოკეანიის” მთავრობა და მმართველი პარტია საზოგადოების მართვისთვის იყენებს”POSTV

“ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა, უმეცრება ძალაა” – ეს ლოზუნგი ჯორჯ ორუელისეულ “ორაზროვნების” ფორმულას წარმოადგენს, რომელსაც სამი ტოტალიტარული სახელმწიფოდან ერთ-ერთის, “ოკეანიის” მთავრობა და მმართველი პარტია საზოგადოების მართვისთვის იყენებს”, – წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ვრცელ წერილში.

“აღნიშნული პრინციპი აიძულებს ადამიანებს, დაიჯერონ, ერთი შეხედვით, ორი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია – ისე, რომ ეჭვიც არ გაუჩნდეთ.

ბუნებრივია, რომ ამგვარ სამყაროში ასეთი გარემოს შესაქმნელად კონკრეტული მექანიზმებიც არსებობს, რომელიც მუდმივ პროპაგანდასა და წარსულის ყოველდღიურ გადაწერაში აისახება, თუმცა, ეს საკმარისი არ არის.

“ოკეანიაში” “აზრის პოლიცია” ადამიანებს არასწორი ფიქრებისა და სახელმწიფოს მიერ ჭეშმარიტებად გამოცხადებული ნარატივის შესახებ ოდნავი ეჭვის გაჩენისთვისაც კი სჯის.

საბოლოოდ, პარტია საკუთარი მოქალაქეების ცხოვრების ყველა ასპექტზე ტოტალურ კონტროლს აწესებს და ასე, ამ არაადამიანური ფორმით ინარჩუნებს აბსოლუტურ ძალაუფლებას.

კიდევ ერთი დისტოპიური რომანი – ოლდოს ჰაქსლის “საოცარი ახალი სამყარო”, რომელიც ასევე ტოტალიტარულ სამყაროზე გვიყვება, რომელშიც ადამიანები ინკუბატორებში იბადებიან და დაბადებისთანავე კონკრეტული კასტის წარმომადგენლები ხდებიან. აკრძალულია ემოციები, მონოგამიური ურთიერთობები, ოჯახის შექმნაზე ფიქრი და სიყვარული დრომოჭმულ მოვლენად, ერთგვარ ჩამორჩენილობად ითვლება და სხვებისგან გარიყვას განაპირობებს.

ამგვარ მოცემულობაში, სადაც მეცნიერება და ტექნოლოგიები ტოტალური კონტროლის საშუალებებად იქცა, მთავარი ღირებულება მუდმივი გართობა და ზედაპირული სიამოვნების მიღებაა, ყველაფერი ყველას ეკუთვნის, ინდივიდუალიზმი ქრება, სტრესის გასამკლავებლად კი სახელმწიფოს მიერ ლეგალურად დაშვებული ნარკოტიკული საშუალება გამოიყენება, რომელიც სევდას აქრობს და ხელოვნურად ბედნიერების ილუზიას ქმნის”, – აღნიშნავს შათირიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა, უმეცრება ძალაა” – ეს ლოზუნგი ჯორჯ ორუელისეულ “ორაზროვნების” ფორმულას წარმოადგენს, რომელსაც სამი ტოტალიტარული სახელმწიფოდან ერთ-ერთის, “ოკეანიის” მთავრობა და მმართველი პარტია საზოგადოების მართვისთვის იყენებს“
„აღნიშნული პრინციპი აიძულებს ადამიანებს, დაიჯერონ, ერთი შეხედვით, ორი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია – ისე, რომ ეჭვიც არ გაუჩნდეთ. ბუნებრივია, რომ ამგვარ სამყაროში ასეთი გარემოს შესაქმნელად კონკრეტული მექანიზმებიც არსებობს, რომელიც მუდმივ პროპაგანდასა და წარსულის ყოველდღიურ გადაწერაში აისახება, თუმცა, ეს საკმარისი არ არის. “ოკეანიაში” “აზრის პოლიცია” ადამიანებს არასწორი ფიქრებისა და სახელმწიფოს მიერ ჭეშმარიტებად გამოცხადებული ნარატივის შესახებ ოდნავი ეჭვის გაჩენისთვისაც კი სჯის. საბოლოოდ, პარტია საკუთარი მოქალაქეების ცხოვრების ყველა ასპექტზე ტოტალურ კონტროლს აწესებს და ასე, ამ არაადამიანური ფორმით ინარჩუნებს აბსოლუტურ ძალაუფლებას. კიდევ ერთი დისტოპიური რომანი – ოლდოს ჰაქსლის “საოცარი ახალი სამყარო”, რომელიც ასევე ტოტალიტარულ სამყაროზე გვიყვება, რომელშიც ადამიანები ინკუბატორებში იბადებიან და დაბადებისთანავე კონკრეტული კასტის წარმომადგენლები ხდებიან. აკრძალულია ემოციები, მონოგამიური ურთიერთობები, ოჯახის შექმნაზე ფიქრი და სიყვარული დრომოჭმულ მოვლენად, ერთგვარ ჩამორჩენილობად ითვლება და სხვებისგან გარიყვას განაპირობებს. ამგვარ მოცემულობაში, სადაც მეცნიერება და ტექნოლოგიები ტოტალური კონტროლის საშუალებებად იქცა, მთავარი ღირებულება მუდმივი გართობა და ზედაპირული სიამოვნების მიღებაა, ყველაფერი ყველას ეკუთვნის, ინდივიდუალიზმი ქრება, სტრესის გასამკლავებლად კი სახელმწიფოს მიერ ლეგალურად დაშვებული ნარკოტიკული საშუალება გამოიყენება, რომელიც სევდას აქრობს და ხელოვნურად ბედნიერების ილუზიას ქმნის“
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზაზა შათირიშვილი: ოლიგარქიული ოჯახების საბოლოო მიზანია, უდიდესი გლობალური გავლენების მქონე კორპორაციების მუდმივ შიშსა და ეკონომიკურ პრობლემებში აღმოჩენილ ევროპის მოსახლეობას ერთადერთ მხსნელად მოევლინოს, შემდეგ კი უპირობო აღიარება მიიღოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები