ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზაზა შათირიშვილი: “მუდმივად თვალს ვადევნებთ “ფსევდოლიბერალური” იდეოლოგიისა და გაუკუღმართებული ღირებულებების თავს მოხვევის გამუდმებულ მცდელობას. მედიაში წახალისებულია ისეთი მოსაზრებები, რომელიც თავისუფალი ურთიერთობების დადებითი მხარეებისა და ოჯახური ღირებულებების დაკნინებისკენ არის მიმართული”

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი აცხადებს, რომ დასავლურ მეინსტრიმულ მედიაში ეროვნული სუვერენიტეტის დაცვაზე ორიენტირებული მოსაზრებები ცენზურას ექვემდებარება, პარალელურად კი ოჯახური ღირებულებების დაკნინებისა და „ფსევდოლიბერალური“ იდეოლოგიის თავს მოხვევა მიმდინარეობს.

ზაზა შათირიშვილი: “მუდმივად თვალს ვადევნებთ “ფსევდოლიბერალური” იდეოლოგიისა და გაუკუღმართებული ღირებულებების თავს მოხვევის გამუდმებულ მცდელობას. მედიაში წახალისებულია ისეთი მოსაზრებები, რომელიც თავისუფალი ურთიერთობების დადებითი მხარეებისა და ოჯახური ღირებულებების დაკნინებისკენ არის მიმართული”
ზაზა შათირიშვილი: “მუდმივად თვალს ვადევნებთ “ფსევდოლიბერალური” იდეოლოგიისა და გაუკუღმართებული ღირებულებების თავს მოხვევის გამუდმებულ მცდელობას. მედიაში წახალისებულია ისეთი მოსაზრებები, რომელიც თავისუფალი ურთიერთობების დადებითი მხარეებისა და ოჯახური ღირებულებების დაკნინებისკენ არის მიმართული”POSTV

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი მორიგ ვრცელ წერილს აქვეყნებს, სადაც ჯორჯ ორუელის „1984-სა” და ოლდოს ჰაქსლის „საოცარ ახალ სამყაროში“ აღწერილ ტოტალიტარულ მექანიზმებსა და საზოგადოების მართვის ფორმებს მიმოიხილავს.

“1984-სა” და “საოცარ ახალ სამყაროზე” საუბარი უსასრულოდ შეიძლება, მით უმეტეს, რომ ორივე მათგანი ერთგვარ გაფრთხილებად და წინასწარმეტყველებად ითვლება, თუ საით შეიძლება განვითარდეს კაცობრიობის მომავალი. ორივე მათგანში აღწერილია საზოგადოება, სადაც ინდივიდუალიზმი, ფაქტობრივად, განადგურებულია, წაშლილია წარსული და ისტორია, მართვის სადავეების შენარჩუნებისთვის მიმდინარეობს ტოტალური კონტროლი, აზროვნება კი შეზღუდულია. ამის მიუხედავად, მკაფიოდ ჩანს კონკრეტული განმასხვავებლებიც. მაგალითად, თუ ერთ შემთხვევაში კონტროლის მექანიზმად გართობა და სიამოვნება გამოიყენება, ორუელი ისეთ მოცემულობას აღწერს, სადაც სისტემა ადამიანებს შიშითა და ძალადობით მართავს.

“საოცარ ახალ სამყაროში” სიმართლეს, რომელიც არავის აინტერესებს, არავინ მალავს, თუმცა ის კარგად არის ჩამარხული უსარგებლო ინფორმაციის მიღმა, “1984-ში” კი ყველანაირი ინფორმაცია მკაცრ ცენზურას ექვემდებარება.

გარდა ამისა, ორუელისეულ რეალობაში სახელმწიფო მუდმივად ნეგატიურ ემოციებს – შიშს, ზიზღსა და სიძულვილს ნერგავს, ბავშვებს ჯაშუშებად ზრდის და საკუთარი მშობლების დაბეზღებას ასწავლის, ჰაქსლისეულ დისტოპიაში კი, ძლიერი ემოციები, ფაქტობრივად, აკრძალულია, მოსახლეობა ხელოვნურად შექმნილ კმაყოფილებას განიცდის, ოჯახური ურთიერთობები კი აღარ არსებობს; ბავშვები ლაბორატორიებში იბადებიან, მშობლის ცნება კი წარსულის სამარცხვინო მხარედ მიიჩნევა.

რამდენად ახდა ამ ორი წიგნის გამოცემიდან ათწლეულების შემდეგ მათი ავტორების გაფრთხილება, ამაზე გადაჭრით საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა, კონკრეტული ელემენტები და კომპონენტები, რომლებზეც ისინი საუბრობენ, დღეს აშკარად იკვეთება იმ გლობალური ოლიგარქიული ძალების მეთოდებში, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების მმართველებზე პირდაპირი გავლენით სარგებლობენ. ფაქტობრივად, თავად მართავენ საერთაშორისო მედიასივრცეს და ხელი უდიდეს ეკონომიკურ რესურსებზე მიუწვდებათ.

დღევანდელ ე.წ. დასავლურ “მეინსტრიმულ” მედიას თუ დავუკვირდებით, მარტივი დასანახია, რომ ცენზურას ექვემდებარება კონსერვატიული, ეროვნული სუვერენიტეტის დაცვაზე ორიენტირებული მოსაზრება, პარალელურად კი, უამრავი უსარგებლო ინფორმაციის მიღმა, მართლაც შინაარსობრივი საკითხები ისეა მიჩქმალული, რომ, რაც შეიძლება ცოტა ადამიანის აზრი მიიპყროს.

ამავდროულად, მუდმივად თვალს ვადევნებთ “ფსევდოლიბერალური” იდეოლოგიისა და გაუკუღმართებული ღირებულებების თავს მოხვევის გამუდმებულ მცდელობას. მედიაში წახალისებულია ისეთი მოსაზრებები, რომელიც თავისუფალი ურთიერთობების დადებითი მხარეებისა და ოჯახური ღირებულებების დაკნინებისკენ არის მიმართული, პარალელურად კი, კონკრეტული, ხელოვნურად ბედნიერების გამომწვევი სუბსტანციების გავრცელება უკონტროლო ხდება.

რამდენიც უნდა ვისაუბროთ, რომ სახელმწიფოები, მცირე გამონაკლისების გარდა, მათ ლეგალიზაციაზე უარს აცხადებენ.

დღევანდელ დასავლურ სამყაროში, განსაკუთრებით კი დასავლეთ ევროპაში, არ არსებობს დიდი ქალაქი, სადაც, სურვილის ქონის შემთხვევაში, ადამიანი არალეგალური ნივთიერების შეძენას ვერ მოახერხებს. ამ ყველაფრის მიზანი კი ღირებულებებისგან დაცლილი, ზედაპირული სიამოვნების დაკმაყოფილებაზე ორიენტირებული ერთგვაროვანი მასის ჩამოყალიბებაა, რომელიც უსიტყვო მორჩილებაში მყოფი, ყველაზე მარტივი საკონტროლებელი იქნება, პარალელურად კი შეასრულებს ყველაფერს, რასაც მმართველი ელიტა გადაწყვეტს”, – წერს ზაზა შათირიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზაზა შათირიშვილი: თვალს ვადევნებთ "ფსევდოლიბერალური" იდეოლოგიისა და გაუკუღმართებული ღირებულებების თავსმოხვევის გამუდმებულ მცდელობას, მედიაში წახალისებულია მოსაზრებები, რომელიც ოჯახური ღირებულებების დაკნინებისკენაა მიმართულიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები