ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მსხვერპლია კიევში რუსეთის დარტყმების შედეგად

კიევზე რუსეთის მორიგი თავდასხმის შედეგად 21 წლის გოგო დაიღუპა, დაშავდა რამდენიმე ადამიანი და დაზიანდა მეტროს სადგური. ქალაქის მერ ვიტალი კლიჩკოს ცნობით, ჭურვის ნამსხვრევები 25-სართულიან საცხოვრებელ კორპუსსაც მოხვდა.

მსხვერპლია კიევში რუსეთის დარტყმების შედეგად
მსხვერპლია კიევში რუსეთის დარტყმების შედეგადრადიო თავისუფლება

მსხვერპლი მოჰყვა რუსეთის თავდასხმას კიევზე. ქალაქის მერიის ინფორმაციით არიან დაშავებულებიც.

წინა ღამით ცნობილი გახდა, რომ დარტყმები კიევის დესნიანსკისა და დნეპროვსკის რაიონებში განხორციელდა.

19 ოქტომბრის დილით, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ დააზუსტა, რომ დედაქალაქში დაშავდა სამი ადამიანი.

„მათგან ორი ქალაქის საავადმყოფოების სტაციონარულ განყოფილებებში იმყოფება. დაიღუპა 21 წლის გოგო", - თქვა კლიჩკომ.

მოგვიანებით კლიჩკომ ასევე განაცხადა, რომ სოლომენსკის რაიონში მდებარე 25-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულს ჭურვის ნამსხვრევები მოხვდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. მათ სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.

კიევის მეტროპოლიტენის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქის დაბომბვის შედეგად დაზიანდა მეტროს მიწისზედა სადგური, ასევე რელსები და საკაბელო ქსელი.

„მიწისზედა სადგურები „ჩერნიგოვსკა“ და „ლისოვა“ დროებით დაიკეტება. ადგილზე მუშაობენ სპეციალისტი".- ნათქვამია უკრაინის მეტროპოლიტენის პრესსამსახურის განცხადებაში.

ამასთან, „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის, ალექს რაუფოღლუს წყაროების ინფორმაციით, კიევზე ბალისტიკური დარტყმა „ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე“ განხორციელდა. მიუხედავად პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებისა, რომ აშშ-მა დაზვერვის მონაცემების გაზიარება განაახლა.

„კიევზე ახლახან განხორციელებული ბალისტიკური თავდასხმის შესახებ კვლავ არ ყოფილა არანაირი წინასწარი გაფრთხილება“, - დაწერა რაუფოღლუმ.

13 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის პარტნიორებისგან არ მოიღა გაფრთხილება 12 ოქტომბრის საღამოს კიევის მიმართულებით რუსული ბალისტიკური რაკეტის გაშვების შესახებ. მოგვიანებით უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განმარტა, რომ გაფრთხილება არ ყოფილა ოთხი დარტყმიდა პირველის შესახებ.

რუსი სამხედროები უკრაინის ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რეგულარულად ახორციელებენ თავდასხმებს სხვადასხვა ტიპის შეიარაღებით, მათ შორის, მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატებით, რაკეტებით, მართვადი საავიაციო ბომბებითა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით.

რუსეთის ხელმძღვანელობა უარყოფს, რომ სრულმასშტაბიანი ომის დროს რუსული არმია უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მიზანმიმართულად ესხმის თავს, რის შედეგადაც იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები და ნადგურდება საავადმყოფოები, სკოლები, საბავშვო ბაღები, ენერგეტიკული და წყალმომარაგების ობიექტები.

უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები ამ დარტყმებს რუსეთის ფედერაციის სამხედრო დანაშაულებად აფასებენ და ხაზს უსვამენ, რომ თავდასხმები მიზანმიმართული ხასიათისაა.

მოსახლეობის სიცოცხლისთვის აუცილებელი სისტემებისა და სამედიცინო დაწესებულებების დაბომბვა, რომლის მიზანიც ადამიანებისთვის ელექტროენერგიის, გათბობის, წყლის, კავშირის, სამედიცინო დახმარებისა და სიცოცხლისთვის აუცილებელი სხვა პირობების ხელმისაწვდომობის შეზღუდვაა, გენოციდური ქმედებების ერთ-ერთ ნიშნად მიიჩნევა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მათგან ორი ქალაქის საავადმყოფოების სტაციონარულ განყოფილებებში იმყოფება. დაიღუპა 21 წლის გოგო“
„მიწისზედა სადგურები „ჩერნიგოვსკა“ და „ლისოვა“ დროებით დაიკეტება. ადგილზე მუშაობენ სპეციალისტი“
„კიევზე ახლახან განხორციელებული ბალისტიკური თავდასხმის შესახებ კვლავ არ ყოფილა არანაირი წინასწარი გაფრთხილება“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მარკო რუბიო ზელენსკიზე: არ ვიცი, საიდან მოაქვს ცნობები იმის შესახებ, რომ ვაშინგტონმა კიევს სადაზვერვო მონაცემების მიწოდება დროებით შეუჩერა. არანაირი პაუზა არ ყოფილა. იმაზე უნდა იყოს კონცენტრირებული, რომ ეს ომი დასრულდესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები