ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს - დაზიანდა ერთ-ერთი მეტროსადგური

რუსულმა ძალებმა კიევზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც მეტროსადგური და საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, სამი ადამიანი კი დაშავდა, – ამის შესახებ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო იტყობინება.

რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს - დაზიანდა ერთ-ერთი მეტროსადგური
რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს - დაზიანდა ერთ-ერთი მეტროსადგურიინტერპრესნიუსი

რუსულმა ძალებმა წუხელ კიევზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც ქალაქის ერთ-ერთი მეტროსადგური დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

კლიჩკოს განცხადებით, თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი მეტროსადგური დაზიანდა.

„მტრის თავდასხმის შედეგად, დედაქალაქის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთი მეტროსადგური დაზიანდა. ასევე, სადგურთან ახლოს, ნამსხვრევები მოხვდა და სავალი და საკონტაქტო ლიანდაგები გახეთქა,” - აღნიშნა კლიჩკომ.

გარდა ამისა, კიევის მერის თქმით, ნამსხვრევები სოლომენსკის რაიონში 25-სართულიანი საცხოვრებელი შენობის პირველ სართულს მოხვდა. დაშავდა სამი ადამიანი. დნეპროვსკის რაიონში კი - არასაცხოვრებელ შენობას.

ცნობისთვის, კიევში კვირას, 18 ოქტომბერს, ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განხორციელდა. დარტყმები დედაქალაქის რამდენიმე რაიონში დაფიქსირდა. თავდასხმის შედეგად 21 წლის გოგონა დაიღუპა და სამი ადამიანი დაშავდა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კიევში მსხვერპლია რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად - საჰაერო განგაში ისევ არ ყოფილაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები