ლევან მაჭავარიანი ევროკავშირის გაფართოების კონფერენციაზე მხოლოდ ნინო ლომჯარიას მიწვევაზე: ეს არ მიკვირს. როდესაც შავი ზღვის ქვეყნები ჰყავდათ მიწვეული ცოტა ხნის წინ მინისტერიალზე, იქაც არ მიიწვიეს საქართველო
ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების კონფერენციაზე მხოლოდ ნინო ლომჯარიას მიწვევა არ უკვირს, რადგან საქართველო შავი ზღვის მინისტერიალზეც არ მიიწვიეს. მისი თქმით, ფაქტებით გარჩევის დაწყების შემთხვევაში, „ძალიან შერცხვენილი დარჩება ბრიუსელი“.

როდესაც შავი ზღვის ქვეყნები ჰყავდათ მიწვეული ცოტა ხნის წინ მინისტერიალზე, იქაც არ მიიწვიეს საქართველო, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „იმედის კვირასთან“.
დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ ნოემბერში დაგეგმილია ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების კონფერენცია, სადაც საქართველოდან მხოლოდ ნინო ლომჯარიაა მიწვეული.
„ეს [მხოლოდ ლომჯარიას მიწვევა] არ მიკვირს. როდესაც შავი ზღვის ქვეყნები ჰყავდათ მიწვეული ცოტა ხნის წინ მინისტერიალზე, იქაც არ მიიწვიეს საქართველო. შავ ზღვას არ ესაზღვრებაო, ფაქტობრივად ასეთი აბსურდის მტკიცება დაგვიწყეს. ყველანაირად დავეხმარებით [ბრიუსელს], რომ სახე შეინარჩუნონ. არაფერს ჩავყვებით და გადავფურცლავთ. ჩვენ თუ დავიწყეთ გარჩევა არგუმენტებით და ფაქტებით, ძალიან შერცხვენილი დარჩება ბრიუსელი სხვა მასშტაბით“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
ციტატები სტატიიდან
„ეს [მხოლოდ ლომჯარიას მიწვევა] არ მიკვირს. როდესაც შავი ზღვის ქვეყნები ჰყავდათ მიწვეული ცოტა ხნის წინ მინისტერიალზე, იქაც არ მიიწვიეს საქართველო. შავ ზღვას არ ესაზღვრებაო, ფაქტობრივად ასეთი აბსურდის მტკიცება დაგვიწყეს. ყველანაირად დავეხმარებით [ბრიუსელს], რომ სახე შეინარჩუნონ. არაფერს ჩავყვებით და გადავფურცლავთ. ჩვენ თუ დავიწყეთ გარჩევა არგუმენტებით და ფაქტებით, ძალიან შერცხვენილი დარჩება ბრიუსელი სხვა მასშტაბით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.