ბაქოში ფეხბურთის მატჩის შემდეგ 19 გულშემატკივარი დააკავეს
აზერბაიჯანის პოლიციამ ბაქოში, „ყარაბაღისა“ და „ნეფთჩის“ საფეხბურთო მატჩის წინ და შემდეგ ინციდენტების პროვოცირების მცდელობის ბრალდებით 19 გულშემატკივარი დააკავა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამართალდამცველები დაკავებულების მიმართ შესაბამის ზომებს ატარებენ.

აზერბაიჯანის პოლიციამ ბაქოში ფეხბურთის კლუბების, „ყარაბაღისა“ და „ნეფთჩის“ მატჩის წინ და მის შემდეგ ინციდენტების პროვოცირების მცდელობის ბრალდებით 19 გულშემატკივარი დააკავა. ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო APA შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა Haqqin.az-ის ცნობით, სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მატჩის შემდეგ დაკავებულების მიმართ სამართალდამცველები შესაბამის ზომებს ატარებენ. კონკრეტულად რა ქმედებებს ედავებიან დაკავებულებს, სააგენტოების მასალებში მითითებული არ არის.
„ყარაბაღსა“ და „ნეფთჩის“ შორის შეხვედრა 17 ოქტომბერს, ბაქოში, თოფიქ ბაჰრამოვის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე გაიმართა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა, იუწყება Media.az.
როგორც „კავკაზსკი უზელი“ წერს, 2024 წლის მარტში „ნეფთჩის“ ოთხმა გულშემატკივარმა კლუბის ადმინისტრაციული შენობის ტერიტორიაზე ცეცხლმოკიდებული პიროტექნიკური საშუალებები ისროლა. ამ ფორმით ისინი გუნდის „ყარაბაღთან“ მარცხს აპროტესტებდნენ. ორი გულშემატკივარი 30 დღით დააპატიმრეს, ორს კი ჯარიმა დააკისრეს.
გამოცემის ცნობით, კლუბის დიდი ხნის გულშემატკივრებმა მომხდარი დაგმეს, თუმცა გუნდის თამაშიც გააკრიტიკეს.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.