„ფეხბურთის ოქროს კვირეულის“ ფარგლებში კახა კალაძე საქართველოში იტალიის ელჩს და ფრანჩესკო ტოტის შეხვდა
„ფეხბურთის ოქროს კვირეულის“ ფარგლებში თბილისში სერია A-ს ჩემპიონატის თასი ჩამოიტანეს, რასთან დაკავშირებითაც იტალიის ელჩის რეზიდენციაში მასიმილიანო დ’ანტუონო, ფრანჩესკო ტოტი და კახა კალაძე ერთმანეთს შეხვდნენ.

იტალიის სერია A-ს ჩემპიონატის თასი თბილისშია. Golden Week of Football-ის ფარგლებში იტალიის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც იტალიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო და იტალიის საფეხბურთო კლუბების - „რომასა“ და „მილანის“ ლეგენდები - ფრანჩესკო ტოტი და კახა კალაძე დაესწრნენ.
სპეციალურად „ფეხბურთის ოქროს კვირეულის“ (Golden Week of Football) ფარგლებში, საქართველოში იტალიის ჩემპიონატის თასი სერია A-ს წარმომადგენელმა ჩამოიტანა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ და ფრანჩესკო ტოტიმ, როგორც იტალიის ჩემპიონებმა, თასთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.