ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე "ფეხბურთის ოქროს კვირეულის" ფარგლებში საქართველოში იტალიის ელჩს და ფრანჩესკო ტოტის შეხვდა

„ფეხბურთის ოქროს კვირეულის“ ფარგლებში თბილისში იტალიის სერია A-ს ჩემპიონატის თასი ჩამოიტანეს. იტალიის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრას თბილისის მერი კახა კალაძე, ფრანჩესკო ტოტი და იტალიის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო დაესწრნენ.

კახა კალაძე "ფეხბურთის ოქროს კვირეულის" ფარგლებში საქართველოში იტალიის ელჩს და ფრანჩესკო ტოტის შეხვდა
კახა კალაძე "ფეხბურთის ოქროს კვირეულის" ფარგლებში საქართველოში იტალიის ელჩს და ფრანჩესკო ტოტის შეხვდარუსთავი 2

იტალიის სერია A-ს ჩემპიონატის თასი თბილისშია. Golden Week of Football-ის ფარგლებში, იტალიის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც იტალიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო და იტალიის საფეხბურთო კლუბების - "რომასა" და "მილანის" ლეგენდები, ფრანჩესკო ტოტი და კახა კალაძე დაესწრნენ.

სპეციალურად "ფეხბურთის ოქროს კვირეულის" (Golden Week of Football) ფარგლებში, საქართველოში იტალიის ჩემპიონატის თასი სერია A-ს წარმომადგენელმა ჩამოიტანა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ და ფრანჩესკო ტოტიმ, როგორც იტალიის ჩემპიონებმა, თასთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
„ფეხბურთის ოქროს კვირეულის“ ფარგლებში კახა კალაძე საქართველოში იტალიის ელჩს და ფრანჩესკო ტოტის შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები