პატრიარქმა შიო III-მ ბელგრადის წმინდა საბა სერბელის სახელობის სასულიერო სემინარიის პროფესორები და სტუდენტები დალოცა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ სამების საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში ბელგრადის წმინდა საბა სერბელის სახელობის სასულიერო სემინარიის პროფესორები და სტუდენტები დალოცა.

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძართან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში ბელგრადის წმინდა საბა სერბელის სახელობის სასულიერო სემინარიის პროფესორები და სტუდენტები დალოცა.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ისინი საქართველოში მისი უწმინდესობის, პეჩის მთავარეპისკოპოსის, ბელგრად-კარლოვცის მიტროპოლიტისა და სერბეთის პატრიარქის პორფირეს ლოცვა-კურთხევით იმყოფებიან.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.