ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჯორჯია მელონი: „ტურინში შეაჩერეს ხალხი, რომელთაც რიყის ქვები და ჩაქუჩები ეჭირათ, კიდევ ერთხელ ვითხოვ ოპოზიციისგან, ცალსახად დაგმეთ ძალადობის აქტები, ნუ იქნებით ორაზროვანი ამ საკითხთან დაკავშირებით“

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი საპროტესტო აქციებზე ძალადობას გმობს და ოპოზიციისგან ძალადობრივი აქტების ცალსახა დაგმობას ითხოვს. მილანში შეტაკებებისას სულ მცირე 4 პოლიციელი და 20 დემონსტრანტი დაშავდა, ხოლო 50-ზე მეტი პირი დააკავეს.

ჯორჯია მელონი: „ტურინში შეაჩერეს ხალხი, რომელთაც რიყის ქვები და ჩაქუჩები ეჭირათ, კიდევ ერთხელ ვითხოვ ოპოზიციისგან, ცალსახად დაგმეთ ძალადობის აქტები, ნუ იქნებით ორაზროვანი ამ საკითხთან დაკავშირებით“
ჯორჯია მელონი: „ტურინში შეაჩერეს ხალხი, რომელთაც რიყის ქვები და ჩაქუჩები ეჭირათ, კიდევ ერთხელ ვითხოვ ოპოზიციისგან, ცალსახად დაგმეთ ძალადობის აქტები, ნუ იქნებით ორაზროვანი ამ საკითხთან დაკავშირებით“POSTV

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და ძალადობას გმობს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში მელონი მშვიდობიან დემონსტრანტებს მადლობას უხდის.

„დიდ პატივს ვცემ ათასობით ადამიანს, რომლებიც დღეს მშვიდობიანად მართავდნენ აქციას. რა იდეებსაც არ უნდა იცავდეს ადამიანი, მონაწილეობა ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიის საფუძველია“, – წერს მელონი სოციალურ ქსელში.

იტალიის პრემიერის თქმით, მისი ინფორმაციით, მილანში პოლიციას ქვები ესროლეს და პოლიციელები დაშავდნენ.

„ტურინში შეაჩერეს ხალხი, რომელთაც რიყის ქვები და ფანჯრების ჩასამსხვრევად განკუთვნილი ჩაქუჩები ეჭირათ. ბოლონიაში არეულობის გამო რკინიგზის სადგური დაიხურა“, – აღნიშნავს იტალიის პრემიერ-მინისტრი.

ამასთან, ჯორჯია მელონი ოპოზიციასაც მიმართავს და მოუწოდებს, დაგმონ ძალადობის აღნიშნული აქტები.

„კიდევ ერთხელ ვითხოვ ოპოზიციისგან: ნუ იქნებით ორაზროვანი ამ საკითხთან დაკავშირებით. ცალსახად დაგმეთ ძალადობის ეს აქტები და მკაფიოდ მოუწოდეთ, რომ ყველა მობილიზაცია მშვიდობიანი ხასიათის იყოს“, – აღნიშნავს ჯორჯია მელონი.

მელონის განცხადებით, მადლობას უხდის სამართალდამცველებს და მათ სრულ მხარდაჭერას უცხადებს. იტალიის პრემიერის განმარტებით, პოლიციელებს კიდევ ერთხელ მოუწიათ იმ დამნაშავეების ძალადობასთან გამკლავება, რომლებიც აქციებს დაპირისპირებისა და ქაოსის გასაჩაღებლად იყენებენ.

ცნობისთვის, შეტაკებების დროს მილანში, სულ მცირე, ოთხი პოლიციელი და 20 დემონსტრანტი დაშავდა, 50-ზე მეტი ადამიანი კი დააკავეს. დაკავებულთა ნახევარი არასრულწლოვანია.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დიდ პატივს ვცემ ათასობით ადამიანს, რომლებიც დღეს მშვიდობიანად მართავდნენ აქციას. რა იდეებსაც არ უნდა იცავდეს ადამიანი, მონაწილეობა ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიის საფუძველია“
„ტურინში შეაჩერეს ხალხი, რომელთაც რიყის ქვები და ფანჯრების ჩასამსხვრევად განკუთვნილი ჩაქუჩები ეჭირათ. ბოლონიაში არეულობის გამო რკინიგზის სადგური დაიხურა“
„კიდევ ერთხელ ვითხოვ ოპოზიციისგან: ნუ იქნებით ორაზროვანი ამ საკითხთან დაკავშირებით. ცალსახად დაგმეთ ძალადობის ეს აქტები და მკაფიოდ მოუწოდეთ, რომ ყველა მობილიზაცია მშვიდობიანი ხასიათის იყოს“
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ემანუელ მაკრონი დღეს ხალხს მიმართავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები