პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მილანის ცენტრში, საყოფაცხოვრებო ხარჯების გაძვირების წინააღმდეგ გამართული პროტესტის დროს, აქციის მონაწილეებმა მაღაზიები გაძარცვეს და ცეცხლი წაუკიდეს

მილანში საყოფაცხოვრებო ხარჯების გაძვირების საწინააღმდეგო აქციაზე მომიტინგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ, მაღაზიები გაძარცვეს და ცეცხლი წაუკიდეს; დაკავებულია 50-მდე დემონსტრანტი.

მილანის ცენტრში, საყოფაცხოვრებო ხარჯების გაძვირების წინააღმდეგ გამართული პროტესტის დროს, აქციის მონაწილეებმა მაღაზიები გაძარცვეს და ცეცხლი წაუკიდეს
რუსთავი 2

მილანის ცენტრში, არეულობის მონაწილეები პოლიციას დაუპირისპირდნენ, მაღაზიები გაძარცვეს და ცეცხლი წაუკიდეს. შედეგად, პიაცა-დელ-დუომო და ძვირადღირებული ბრენდების სავაჭრო გალერეა დაცარიელდა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ომებისა და გაზრდილი საყოფაცხოვრებო ხარჯების წინააღმდეგ გამართული მსვლელობა მშვიდობიანად დაიწყო. თუმცა ნიღბიანმა დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვები და სხვა საგნები ესროლეს და ბარების მაგიდებისგან მოწყობილ ბარიკადებს ცეცხლი წაუკიდეს. დაზიანდა იტალიის სამხედრო პოლიციის კუთვნილი ავტომობილიც.

პოლიციამ საპროტესტო აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

საინფორმაციო სააგენტო LaPresse-ის ცნობით, სულ მცირე ორი პოლიციელი დაშავდა, ხოლო დაახლოებით 50 დემონსტრანტი, მათ შორის არასრულწლოვანებიც დააკავეს.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ძალადობა დაგმო.

"დემონსტრაციის გამართვა უფლებაა. ჩვენი ქალაქებისთვის ცეცხლის წაკიდება - არა", - დაწერა მან და ისაუბრა ხულიგნებზე, რომლებიც დემონსტრაციებს ქაოსის დასათესად იყენებენ, უსაფრთხოების თანამშრომლებს თავს ესხმიან და მთელი ქალაქები მძევლად აჰყავთ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მილანში კვირას მომხდარი არეულობების დროს იტალიის პოლიციამ 271 ადამიანი დააკავაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები