მსოფლიო · 18 ოქტომბერი, 14:44
აშშ-ში, კანზასის შტატში, ბავშვთა საფეხბურთო მატჩის დროს სატვირთო ავტომობილი მოედანზე შევარდა, არის მსხვერპლი
აშშ-ში, კანზასის შტატში, ბავშვთა საფეხბურთო მატჩის დროს მოედანზე სატვირთო ავტომობილის შევარდნის შედეგად 6 წლის ბავშვი და 35 წლის კაცი დაიღუპნენ, ათი ადამიანი კი დაშავდა. საჭესთან მყოფი 34 წლის ქალი პოლიციამ დააკავა.

ორი ადამიანი დაიღუპა, ათი კი დაშავდა კანზასის შტატის საფეხბურთო მოედანზე მომხდარი შემთხვევისას. სტადიონზე სატვირთო ავტომობილი ბავშვთა საფეხბურთო მატჩის დროს შევარდა. დაღუპულია 6 წლის ბიჭი და 35 წლის მამაკაცი.
ავტომობილს 34 წლის ქალი მართავდა, რომელიც პოლიციის განცხადებით, ამ დროისთვის დაკავებულია. უცნობია, რა გახდა შემთხვევის მიზეზი.
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.