ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აშშ-ში, კანზასის შტატში, ბავშვთა საფეხბურთო მატჩის დროს სატვირთო ავტომობილი მოედანზე შევარდა - დაიღუპა ორი და დაშავდა ათი ადამიანი

აშშ-ში, კანზასის შტატში, ბავშვთა საფეხბურთო მატჩისას მოედანზე სატვირთო ავტომობილი შევარდა, რის შედეგადაც 6 წლის ბავშვი და 35 წლის კაცი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. პოლიციის ცნობით, საჭესთან მყოფი 34 წლის ქალი დაკავებულია, მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

აშშ-ში, კანზასის შტატში, ბავშვთა საფეხბურთო მატჩის დროს სატვირთო ავტომობილი მოედანზე შევარდა - დაიღუპა ორი და დაშავდა ათი ადამიანი
აშშ-ში, კანზასის შტატში, ბავშვთა საფეხბურთო მატჩის დროს სატვირთო ავტომობილი მოედანზე შევარდა - დაიღუპა ორი და დაშავდა ათი ადამიანირუსთავი 2

აშშ-ში, კანზასის შტატში ბავშვთა საფეხბურთო მატჩის დროს სატვირთო ავტომობილი მოედანზე შევარდა, დაიღუპა ორი და დაშავდა ათი ადამიანი. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ქალაქ ვიჩიტის პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულები სხვადასხვა სიმძიმის ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, დაღუპულია ექვსი წლის ბიჭი და 35 წლის მამაკაცი. პოლიციის ცნობით, სატვირთო ავტომობილს 34 წლის ქალი მართავდა. პოლიციის განცხადებით, ამ დროისთვის ის დაკავებულია. უცნობია, რა გახდა შემთხვევის მიზეზი.

პოლიციის ცნობით, მძღოლის შვილიც იმავე სპორტულ კომპლექსში თამაშობდა ფეხბურთს, თუმცა არა იმ მოედანზე, სადაც შემთხვევა მოხდა. სატვირთო ავტომობილში მძღოლთან ერთად ორი არასრულწლოვანიც იმყოფებოდა.

"დღეს ვიჩიტისთვის უმძიმესი დღეა. ოჯახები სპორტულ კომპლექსში მივიდნენ, რათა შვილების ფეხბურთის თამაშისთვის ეყურებინათ. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ყველაფერი ასეთი ტრაგედიით დასრულდებოდა", - განაცხადა ქალაქის მერმა ლილი ვუმ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს ვიჩიტისთვის უმძიმესი დღეა. ოჯახები სპორტულ კომპლექსში მივიდნენ, რათა შვილების ფეხბურთის თამაშისთვის ეყურებინათ. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ყველაფერი ასეთი ტრაგედიით დასრულდებოდა“
ლილი ვუ
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
კახეთის გზატკეცილზე საპატრულოს და სახანძროს ეკიპაჟებია მობილიზებულიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები