რევაზ სოხაძე: ჩვენი სამინისტროს სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულია 400-ზე მეტი, 8,5 მილიარდის ღირებულების ტენდერი და წლის ბოლომდე კიდევ გამოცხადდება დაახლოებით 5 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შედეგებს უკვე მომავალ წელს თითოეული თქვენგანი, მოსახლეობა იგრძნობს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძის განცხადებით, გამოცხადებულია 8,5 მილიარდი ლარის ღირებულების 400-ზე მეტი ტენდერი, წლის ბოლომდე კი კიდევ 5 მილიარდი ლარის პროექტები გამოცხადდება. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში დაიწყება სარფის გვირაბისა და ანაკლიის გზის მშენებლობა.

ჩვენი სამინისტროს სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულია 400-ზე მეტი, 8,5 მილიარდის ღირებულების ტენდერი და წლის ბოლომდე გამოცხადდება კიდევ დაახლოებით 5 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
რევაზ სოხაძემ გზების სფეროში დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებზეც ილაპარაკა.
„ბევრჯერ ვახსენე დღეს, რომ „წლის ბოლოს დაიწყება“, „მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება“ და შეიძლება მაყურებელს ან მსმენელს გაუჩნდეს განცდა, რომ თითქოს ეს საკითხები ერთიანად მოტოვებული გვქონდა და წლის ბოლოს და წლის დასაწყისში ვიწყებდით. თუმცა ჩვენ ძალიან რთული გზა გავიარეთ, აქამდე რომ მოვსულიყავით და იმისთვის, რომ დღეს თამამად შეგვეძლოს თქმა, რომ „ხვალ ამ ტენდერს გამოვაცხადებთ“, „ზეგ ამის მშენებლობა დაიწყება“.
ჩვენი სამინისტროს სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულია 400-ზე მეტი, 8,5 მილიარდის ღირებულების ტენდერი და წლის ბოლომდე კიდევ გამოცხადდება დაახლოებით 5 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ამის შედეგებს უკვე მომავალ წელს თითოეული თქვენგანი, მოსახლეობა იგრძნობს. თუნდაც გზების სფერო რომ ავიღოთ. უახლოეს პერიოდში იწყება სარფის გვირაბის მშენებლობა, რომელიც პირდაპირ დააკავშირებს ბათუმის შემოვლით გზას სარფთან და ტრანზიტულ მოძრაობას მთლიანად მოვაშორებთ გონიოს და ტურისტულ ზონას.
იწყება ქობულეთის შემოვლით გზაზე ორი ზოლის დამატება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მალე დაიწყება ანაკლიის გზის მშენებლობა. მიმდინარეობს სამტრედია-ზუგდიდის ოთხზოლიანი მაგისტრალის პროექტირება. თბილისის შემოვლით გზაზე ტენდერები გამოცხადებულია. ორ მონაკვეთზე უკვე გვყავს გამარჯვებული, დანარჩენზე უახლოეს პერიოდში გამოვლინდება და ეს გზა ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მარშრუტის თვალსაზრისით, არამედ თბილისის სატრანსპორტო უზრუნველყოფის კუთხითაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება.
რუსთავის დამაკავშირებელ გზაზეც იცით, რომ 3,6 კილომეტრს წლებია, არ დაადგა საშველი, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მშენებლობაა. რუსთავი-წითელი ხიდი და რუსთავი-სადახლო უკვე შეფასების ეტაპზეა, უახლოეს პერიოდში გამარჯვებული გვეყოლება და მშენებლობა დაიწყება“, - განაცხადა მინისტრმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ კახეთთან დაკავშირებით საგარეჯო-ბადიაურის მიმართულებით გარკვეული პრობლემაა.
„ესეც ეხმაურება ჩვენს პოზიციას, რომ ხარისხი ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ამ გზის გახსნა წელს შეგვეძლო და მერწმუნეთ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი ვერ დაინახავდა იმ ხარვეზებს, თვალხილული არ იქნებოდა, რა ხარვეზებიც ჩვენ აღმოვაჩინეთ. ჩვენ გვირჩევნია, რომ გზა გაიხსნას გვიან, მაგრამ საფუძვლიანად, ხარისხიანად ისე, რომ დარწმუნებული ვიქნებით მის ხარისხში“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
ციტატები სტატიიდან
„ესეც ეხმაურება ჩვენს პოზიციას, რომ ხარისხი ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ამ გზის გახსნა წელს შეგვეძლო და მერწმუნეთ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი ვერ დაინახავდა იმ ხარვეზებს, თვალხილული არ იქნებოდა, რა ხარვეზებიც ჩვენ აღმოვაჩინეთ. ჩვენ გვირჩევნია, რომ გზა გაიხსნას გვიან, მაგრამ საფუძვლიანად, ხარისხიანად ისე, რომ დარწმუნებული ვიქნებით მის ხარისხში“
„ბევრჯერ ვახსენე დღეს, რომ „წლის ბოლოს დაიწყება“, „მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება“ და შეიძლება მაყურებელს ან მსმენელს გაუჩნდეს განცდა, რომ თითქოს ეს საკითხები ერთიანად მოტოვებული გვქონდა და წლის ბოლოს და წლის დასაწყისში ვიწყებდით. თუმცა ჩვენ ძალიან რთული გზა გავიარეთ, აქამდე რომ მოვსულიყავით და იმისთვის, რომ დღეს თამამად შეგვეძლოს თქმა, რომ „ხვალ ამ ტენდერს გამოვაცხადებთ“, „ზეგ ამის მშენებლობა დაიწყება“. ჩვენი სამინისტროს სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულია 400-ზე მეტი, 8,5 მილიარდის ღირებულების ტენდერი და წლის ბოლომდე კიდევ გამოცხადდება დაახლოებით 5 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამის შედეგებს უკვე მომავალ წელს თითოეული თქვენგანი, მოსახლეობა იგრძნობს. თუნდაც გზების სფერო რომ ავიღოთ. უახლოეს პერიოდში იწყება სარფის გვირაბის მშენებლობა, რომელიც პირდაპირ დააკავშირებს ბათუმის შემოვლით გზას სარფთან და ტრანზიტულ მოძრაობას მთლიანად მოვაშორებთ გონიოს და ტურისტულ ზონას. იწყება ქობულეთის შემოვლით გზაზე ორი ზოლის დამატება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მალე დაიწყება ანაკლიის გზის მშენებლობა. მიმდინარეობს სამტრედია-ზუგდიდის ოთხზოლიანი მაგისტრალის პროექტირება. თბილისის შემოვლით გზაზე ტენდერები გამოცხადებულია. ორ მონაკვეთზე უკვე გვყავს გამარჯვებული, დანარჩენზე უახლოეს პერიოდში გამოვლინდება და ეს გზა ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მარშრუტის თვალსაზრისით, არამედ თბილისის სატრანსპორტო უზრუნველყოფის კუთხითაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. რუსთავის დამაკავშირებელ გზაზეც იცით, რომ 3,6 კილომეტრს წლებია, არ დაადგა საშველი, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მშენებლობაა. რუსთავი-წითელი ხიდი და რუსთავი-სადახლო უკვე შეფასების ეტაპზეა, უახლოეს პერიოდში გამარჯვებული გვეყოლება და მშენებლობა დაიწყება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.