მზია გიორგობიანი გორის N11 სკოლაზე: ზუსტი დრო, თუ როდის დასრულდება სამუშაო, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა შინაარსის იქნება შესაბამისი დასკვნა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, მზია გიორგობიანის განცხადებით, გორის N11 სკოლაში სამუშაოების დასრულების ვადა ექსპერტიზის დასკვნაზეა დამოკიდებული, რადგან ობიექტზე ხარისხისა და დოკუმენტაციის მხრივ ძირეული პრობლემები დაფიქსირდა.

ზუსტი დრო, თუ როდის დასრულდება გორის N11 სკოლის სამუშაო, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა შინაარსის იქნება შესაბამისი დასკვნა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა მოქალაქეების მიერ გორის N11 სკოლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნულ სკოლასთან დაკავშირებით არაერთი პრობლემა იყო.
„გორის სკოლასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ იყო და არის პრობლემები ხარისხთან დაკავშირებით, იყო პრობლემები ტერიტორიასთან მიმართებითაც. როცა ვმსჯელობთ პრობლემებზე, ეს არის ძირეული პრობლემები და მათ შორის შეეხება სანებართვო პირობების აღებას, ასევე ხარისხთან მიმართებით სხვადასხვა დოკუმენტაციის მოუწესრიგებლობას. მიმართული გვაქვს, რომ ექსპერტული დასკვნა გვქონდეს, რა მდგომარეობაშია შენობა, რათა აქედან გამომდინარე დავგეგმოთ სამუშაოები. ველით, რომ ძალიან მალე გვექნება დასკვნა და ამ დასკვნიდან გამომდინარე გავაგრძელებთ მუშაობას“, - აღნიშნა მზია გიორგობიანმა.
ციტატები სტატიიდან
„გორის სკოლასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ იყო და არის პრობლემები ხარისხთან დაკავშირებით, იყო პრობლემები ტერიტორიასთან მიმართებითაც. როცა ვმსჯელობთ პრობლემებზე, ეს არის ძირეული პრობლემები და მათ შორის შეეხება სანებართვო პირობების აღებას, ასევე ხარისხთან მიმართებით სხვადასხვა დოკუმენტაციის მოუწესრიგებლობას. მიმართული გვაქვს, რომ ექსპერტული დასკვნა გვქონდეს, რა მდგომარეობაშია შენობა, რათა აქედან გამომდინარე დავგეგმოთ სამუშაოები. ველით, რომ ძალიან მალე გვექნება დასკვნა და ამ დასკვნიდან გამომდინარე გავაგრძელებთ მუშაობას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.