პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პარლამენტისაპატრიარქო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ჯარისკაცთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
რუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები, ასევე ვეტერანები ესწრებოდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ჯარისკაცთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ვეტერანებს სამშობლოს წინაშე გამოჩენილი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადეს.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ვეტერანებზე ზრუნვა, მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

საქართველოში ვეტერანთა დღე 2014 წლიდან აღინიშნება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი – ძვირფასო ვეტერანებო, საქართველოს წინაშე თქვენი ვალი ღირსეულად მოიხადეთ, მადლობა სამსახურისთვის, სიმტკიცისა და მაგალითისთვის, რომელსაც მომავალ თაობას უტოვებთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები