პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პარლამენტის წევრები ენერგეტიკოსთა პროფესიული დღის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრნენ

მცხეთაში, ზაჰესის კაშხალზე, ენერგეტიკოსთა პროფესიული დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც პარლამენტისა და მთავრობის წევრები დაესწრნენ. შოთა ბერეკაშვილმა ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა და სექტორის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პარლამენტის წევრები ენერგეტიკოსთა პროფესიული დღის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრნენ
რუსთავი 2

ენერგეტიკოსთა პროფესიული დღის აღსანიშნავად მცხეთაში, ზაჰესის კაშხალზე, საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ენერგეტიკის სახელმწიფო კომპანიების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები დაესწრნენ.

ღონისძიებაში მონაწილეობა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ და პოლიტიკური ჯგუფის, "ხალხის ძალა" თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ მიიღეს.

"ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ვულოცავ. ენერგეტიკა სტრატეგიული სექტორია და ის ქვეყნის ეკონომიკისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ეკონომიკური განვითარება დიდწილად არის დამოკიდებული, თუ როგორი პროექტები ხორციელდება ამ სექტორში. ენერგეტიკა ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება მიზანმიმართულ პოლიტიკას ახორციელებს სექტორის განვითარებისა და გაძლიერებისთვის", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
სრული ენერგოდამოუკიდებლობა 2036 წლისთვის - ენერგეტიკოსების პროფესიულ დღეზე სექტორის განვითარების გეგმებზე ისაუბრესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები