პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კირცხალია საკონსტიტუციო სარჩელზე: გვაქვს ვალდებულება, რომ პოლიტიკური ველი აგენტურისგან გავწმინდოთ

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს; ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ხელისუფლების ვალდებულებაა, პოლიტიკური ველი „აგენტურისგან“ გაიწმინდოს.

"ქართული ოცნების" ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე, ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ კონსტიტუციურ სარჩელზე ისაუბრეს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სარჩელს სასამართლოში კანონმდებლები წარადგენენ.

ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" გუნდის მიზანია, სასამართლომ ყველა მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილოს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ირაკლი კირცხალია კი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაა, პოლიტიკური ველი აგენტურისგან გაწმინდოს:

"ვალდებულება გვაქვს რომ გავწმინდოთ პოლიტიკური ველი აგენტურისგან. ძალიან საინტერესოა როგორ დაიცავს თავს ეს აგენტურა დარბაზში. საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ეს სხდომა პირდაპირ ეთერში. ჩვენც ძალიან გვაინტერესებს თუ რა არგუმენტებს მოიყვანენ თავის დასაცავად. აგენტურა თავის პატრონს სთხოვს, როგორმე მათმა აგენტურამ მაქსიმალურად გამოიყენოს მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რომ კიდევ ერთხელ დასაჯონ ჩვენი ქვეყანა. ეს არის ხალხი, რომელიც თვლის, რომ საქართველოს ოპოზიციას, პოლიტიკურ სივრცეში და პოლიტიკურ ველზე უნდა ფუნქციონირება და ამ დროს, ცრუ დასმენებით და თავის ქვეყნის ღალატით არიან დაკავებული, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ." - აცხადებს ირაკლი კირცხალია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კირცხალია საკონსტიტუციო სარჩელზე: ნაკლებად მნიშვნელოვანია, რა განცხადებებს აკეთებენ აგენტურა ქვეყნის შიგნით და მათი პატრონები ქვეყნის გარეთ
  2. რუსთავი 2სამთავრობოგუნდმა მიიღო საზოგადოებისგან დაკვეთა და ვალდებულება გვაქვს, რომ შევასრულოთ - ირაკლი კირცხალია ხუთი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელზე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სურვილი გვაქვს ერთი, ეს აგენტურა უნდა მოსცილდეს ქართულ პოლიტიკურ ველს - ირაკლი კირცხალია ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები