პარლამენტის წევრებმა ჩუღურეთის რაიონის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს
საქართველოს პარლამენტის წევრებმა ჩუღურეთის რაიონის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს განათლებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

საქართველოს პარლამენტის წევრებმა ახალგაზრდების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ჩუღურეთის რაიონის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს.
დიდუბე-ჩუღურეთის რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების გადაწყვეტილებით, ჩუღურეთის რაიონის სხვადასხვა საჯარო სკოლიდან შერჩეულ პედაგოგებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიება ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და დიდუბე-ჩუღურეთის რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.