პოლიტიკა · 17 ოქტომბერი, 15:10
ჩუღურეთის რაიონის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები პარლამენტის წევრებმა დააჯილდოვეს
ჩუღურეთის რაიონის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს ახალგაზრდების განათლებაში შეტანილი წვლილისთვის პარლამენტის წევრებმა მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ახალგაზრდების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი წვლილისთვის ჩუღურეთის რაიონის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები პარლამენტის წევრებმა დააჯილდოვეს.
დიდუბე-ჩუღურეთის რესურს-ცენტრისა და სასკოლო საზოგადოების გადაწყვეტილებით, შერჩეულ პედაგოგებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიება ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.