ირაკლი კირცხალია „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართული აქციაზე: ალბათ, დაახლოებით, 20 კაცი დააკლდათ, რადგან დაანონსებული 20:00 საათი არ იყო - სხვა დროს, შაბათს მოუწიათ პერფორმანსის ჩვენება
ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციას პერფორმანსი უწოდა და განაცხადა, რომ იქ 60-70 ადამიანი დადის, ამჯერად კი მათ დაახლოებით 20 კაცი დააკლდათ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართული აქცია მედიასთან შეაფასა.
ირაკლი კირცხალიას თქმით, მთავარია მათ ის პერფორმანსი არ ჩაატარონ, რაც ზურა გირჩი ჯაფარიძემ - საოკუპაციო ხაზთან.
„60-70 დადის-ხოლმე, შეიძლება ნაკლებიც. ესეც ალბათ, მაქსიმუმია, დაახლოებით, 20 კაცი დააკლდათ, რადგან დაანონსებული 20:00 საათი არ იყო - სხვა დროს, შაბათს მოუწიათ ამ პერფორმანსის კეთება.
მთავარია, არ ჩაატარონ ის პერფორმანსი ამ სექტანტებმა, რაც ზურა გირჩი ჯაფარიძემ დაანათლა მათ საოკუპაციო ხაზთან“, - განაცხადა კირცხალიამ.
ციტატები სტატიიდან
„60-70 დადის-ხოლმე, შეიძლება ნაკლებიც. ესეც ალბათ, მაქსიმუმია, დაახლოებით, 20 კაცი დააკლდათ, რადგან დაანონსებული 20:00 საათი არ იყო - სხვა დროს, შაბათს მოუწიათ ამ პერფორმანსის კეთება. მთავარია, არ ჩაატარონ ის პერფორმანსი ამ სექტანტებმა, რაც ზურა გირჩი ჯაფარიძემ დაანათლა მათ საოკუპაციო ხაზთან“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.