ირაკლი კირცხალია ოპოზიციის აქციაზე: „მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა – ასობით მილიონი ევრო თუ დოლარი, ვნახეთ, თუ როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის, ე.წ. მუხტი, რასაც ისინი მუხტს ეძახდნენ“
ირაკლი კირცხალიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც „აგენტურას“ გარე დაფინანსება შეეზღუდა, ოპოზიციის საპროტესტო მუხტი ჩაიფუშა და გაქრა. მისი თქმით, ოპოზიციის აქცია მხოლოდ დაკვეთასა და „ბინძურ დაფინანსებაზე“ იდგა.

„მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა – ასობით მილიონი ევრო თუ დოლარი, ვნახეთ, თუ როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის, ე.წ. მუხტი, რასაც ისინი მუხტს ეძახდნენ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ სათავო ოფისში უმრავლესობის სხდომის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ გუშინდელ აქციაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ოპოზიციის აქცია იდგა „მხოლოდ და მხოლოდ დაკვეთაზე და ბინძურ დაფინანსებაზე“.
„იყო საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც რაღაც კუთხით თავიანთ პატრონებთან, დირიჟორებთან ერთად ცრუ აღქმებით, ცრუ სცენარებით შეიყვანეს შეცდომაში და რა ქნეს შემდეგ? – ფაქტობრივად, ის პროცეს, რომელიც დღეს მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თითოეული მათი ქმედებით, რაც დღეს ძალიან კარგად განიმარტა, სწორად და თანმიმდევრულად, მოპოვებული მანდატები, რაც მათ საზოგადოებამ მიანიჭა, უბრალოდ დახიეს და გააუქმეს, ის ნდობა გაანულეს“, – განაცხადა კირცხალიამ.
მისივე თქმით, ოპოზიციის ნაწილი შემდეგ პარლამენტში შევიდა, თუმცა საქმიანობა ისევ არ აღიარებითა და დესტრუქციით გააგრძელეს.
კირცხალიამ აღნიშნა, რომ ხუთი აგენტურული დანაყოფის ერთობლივად ორგანიზებულ აქციაზე როდესაც იკრიბება იმ რაოდენობის ხალხი, რაც გუშინ იყო, ეს მათთვის ახალი არ არის.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა – ასობით მილიონი ევრო თუ დოლარი, ვნახეთ, თუ როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის, ე.წ. მუხტი, რასაც ისინი მუხტს ეძახდნენ“
„იყო საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც რაღაც კუთხით თავიანთ პატრონებთან, დირიჟორებთან ერთად ცრუ აღქმებით, ცრუ სცენარებით შეიყვანეს შეცდომაში და რა ქნეს შემდეგ? – ფაქტობრივად, ის პროცეს, რომელიც დღეს მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თითოეული მათი ქმედებით, რაც დღეს ძალიან კარგად განიმარტა, სწორად და თანმიმდევრულად, მოპოვებული მანდატები, რაც მათ საზოგადოებამ მიანიჭა, უბრალოდ დახიეს და გააუქმეს, ის ნდობა გაანულეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…