ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონფლიქტი მწვავდება - ყველაზე ცხელი წერტილი ახლა იემენია
ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ იემენის თაიზის პროვინციაში, სამთავრობო ძალებსა და ჰუსიტებს შორის შეტაკებები მწვავდება, ხოლო საუდის არაბეთის ავიაცია რადიკალური დაჯგუფების პოზიციებს ბომბავს. გაეროს ცნობით, საომარი მოქმედებების ზონა ათასობით ადამიანმა დატოვა, მძიმდება ჰუმანიტარული ვითარება და დახურულია სკოლები თუ საავადმყოფოები.

სამხედრო კონფლიქტი მწვავდება ახლო აღმოსავლეთში. ყველაზე ცხელი წერტილი ახლა იემენია. ქვეყნის დასავლეთით, თაიზის პროვინციაში, შეტაკებებია სამთავრობო ძალებს და ჰუსიტებს შორის. რადიკალურ დაჯგუფების პოზიციებს ბომბავს საუდის არაბეთის ავიაციაც.
პარალელურად, მძიმდება ჰუმანიტარული ვითარება. გაეროს ცნობით, ბოლო ორ კვირაში საომარი მოქმედებების ზონა 104 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა, მათ შორის 57 000-ზე მეტი ბავშვია. შეტაკებების შედეგად დაიღუპა 9 და დაშავებულია 12 არასრულწლოვანი. დაიხურა 240-ზე მეტი სკოლა და საავადმყოფო.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.