პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უილსონი: ოცნების რეჟიმი ტერორისტულ ირანს ხვდება, ეს ტრამპის შეურაცხყოფაა

საქართველოს მთავრობარესპუბლიკური პარტიაქართული ოცნება

კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადებით, ირაკლი კობახიძის შეხვედრა ირანის პრეზიდენტთან პრეზიდენტ ტრამპისა და ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, რადგან „ქართული ოცნების“ რეჟიმი „ტერორისტულ სახელმწიფო ირანს“ ხვდება.

უილსონი: ოცნების რეჟიმი ტერორისტულ ირანს ხვდება, ეს ტრამპის შეურაცხყოფაა
ფორმულა

ამერიკელი კონგრესმენი, "რესპუბლიკური პარტიიდან" ჯო უილსონი "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და ირანის პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის შეხვედრას გამოეხმაურა.

უილსონის თქმით, ეს შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტის შეურაცხყოფაა.

"კიდევ ერთხელ, ამერიკის მოძულე "ქართული ოცნების" რეჟიმი ტერორისტულ სახელმწიფო ირანს ხვდება.

ეს მანკიერი კავშირი შეურაცხყოფაა პრეზიდენტ ტრამპისა და შესანიშნავი ქართველი ხალხის, რომელსაც თავისუფლება და კეთილდღეობა სურს და არა სიკვდილის კულტი საკუთარ სიახლოვეში", - წერს უილსონი.

"ქართული ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე მასუდ ფეზეშქიანს 16 ოქტომბერს, ერევანში, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში შეხვდა.

ოცნების მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და დადებითად შეფასდა თანამშრომლობა ტურიზმის მიმართულებით.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. TV პირველიოპოზიციურიჯო უილსონი: კიდევ ერთხელ, ამერიკის მოძულე „ოცნების“ რეჟიმი ტერორისტულ სახელმწიფო ირანს ხვდება
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„შეურაცხყოფაა ტრამპისთვის“ - უილსონი კობახიძისა და ფეზეშქიანის შეხვედრაზე
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კობახიძე ირანის პრეზიდენტს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები