ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე ერევანში ირანის პრეზიდენტს შეხვდა

ქართული ოცნებასაგარეო საქმეთა სამინისტრო

ირაკლი კობახიძე ერევანში ირანის პრეზიდენტს შეხვდა და რეგიონში მშვიდობისთვის დიპლომატიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. თბილისი თეირანთან კავშირებს ინარჩუნებს, თუმცა ირანის ელჩი ქეთევან დედოფლის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული.

ირაკლი კობახიძე ერევანში ირანის პრეზიდენტს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ერევანში ირანის პრეზიდენტს შეხვდარადიო თავისუფლება

საელჩოს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ირანს შორის თანამშრომლობისა და ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

ინფორმაცია გაავრცელა მთავრობის ადმინისტრაციამაც. პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს. აღინიშნა პოზიტიური თანამშრომლობა ტურიზმის მიმართულებით.

„შეხვედრაზე ყურადღება ასევე დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დიალოგისა და დიპლომატიური ძალისხმევის განსაკუთრებულ მნიშვნელობას დეესკალაციისა და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფისთვის“.

კობახიძე ერევანში გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის (COP17) ლიდერთა სამიტში მონაწილეობს.

ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის ფონზე თბილისს თეირანთან პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები არ შეუწყვეტია.

მაგალითად, 3 ივლისს „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი თეირანში ჩავიდა, სადაც ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში ის ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანსაც შეხვდა.

აქტიურია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობებიც. მაგალითად, 2026 წელს საქართველოდან ირანში ავტომობილების რეექსპორტი მკვეთრად გაიზარდა.

ამასთან, სექტემბერში, აშშ-ის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ, ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ბოლო რეისი 20 სექტემბერს შესრულდა. ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ საქართველო ითვალისწინებს საერთაშორისო შეზღუდვებს, თუმცა ირანს ორმხრივ სანქციებს არ უწესებს.

საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ისტორიულ საკითხებზე აქტიურად აკეთებს განცხადებებს. მის არაერთ განცხადებას ხელისუფლების მხრიდან ოფიციალური რეაგირება არ მოჰყოლია, თუმცა 30 სექტემბერს ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ამის მიზეზი ქეთევან დედოფლის შესახებ ელჩის განცხადება გახდა. მოჯანიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქეთევან დედოფლის ისტორიის შესახებ განსხვავებული ვერსიები არსებობს და ამ საკითხზე საკუთარი კვლევის შედეგების გამოქვეყნებას გეგმავდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩს განუმარტეს, რომ მისი განცხადებები დიპლომატიური საქმიანობის ფარგლებს სცდებოდა და მოუწოდეს, თავი შეეკავებინა საქართველოს ისტორიისა და შიდა საკითხების ინტერპრეტირებისგან.

მასალა განახლდება

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შეხვედრაზე ყურადღება ასევე დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დიალოგისა და დიპლომატიური ძალისხმევის განსაკუთრებულ მნიშვნელობას დეესკალაციისა და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფისთვის“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები