ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პატრიარქის მილოცვა ვეტერანებს: განსაცდელის ჟამს თავი არ დაგიზოგავთ, მამულის სიყვარული, თავდადება და სიმამაცე საქმით დაამოწმეთ და უანგაროდ ემსახურეთ მას

საპატრიარქო

ვეტერანის დღესთან დაკავშირებით დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პატრიარქის მილოცვა გააჟღერა, სადაც აღნიშნულია, რომ ვეტერანებმა განსაცდელის ჟამს თავი არ დაზოგეს და მამულს უანგაროდ ემსახურნენ.

დეკანოზმა, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრიამ (ჯაღმაიძე) ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა წაიკითხა. შიო მესამემ ვეტერანებს ჯანმრთელობა და მხნეობა უსურვა.

"ძვირფასო ვეტერანებო, პატივისცემით მოგესალმებით და გულითადად გილოცავთ ვეტერანთა დღეს! საქართველოს ისტორიამ სამშობლოს სიყვარულისა და თავგანწირვის არაერთი მაგალითი შემოგვინახა. რწმენითა და მამულის ერთგულებით განმტკიცებული ჩვენი წინაპრები საუკუნეთა განმავლობაში საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ქვეყნის თავისუფლებას, ერთიანობას, მშვიდობას.

თქვენი ღვაწლიც ამ ღირსეული ისტორიის განუყოფელი ნაწილია. განსაცდელის ჟამს თავი არ დაგიზოგავთ, მამულის სიყვარული, თავდადება და სიმამაცე საქმით დაამოწმეთ და უანგაროდ ემსახურეთ მას.

გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და დღეგრძელობას.

სამწუხაროდ, ბევრი თქვენი თანამებრძოლი გამოაკლდა ამ წუთისოფელს. შევთხოვთ უფალს, მართალთა სავანეში დააწესოს მათი სულები.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მოგმადლოთ თვისი მადლი და წყალობა თქვენ, თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს, ამინ!" - წერია პატრიარქის მილოცვაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ძვირფასო ვეტერანებო, პატივისცემით მოგესალმებით და გულითადად გილოცავთ ვეტერანთა დღეს! საქართველოს ისტორიამ სამშობლოს სიყვარულისა და თავგანწირვის არაერთი მაგალითი შემოგვინახა. რწმენითა და მამულის ერთგულებით განმტკიცებული ჩვენი წინაპრები საუკუნეთა განმავლობაში საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ქვეყნის თავისუფლებას, ერთიანობას, მშვიდობას. თქვენი ღვაწლიც ამ ღირსეული ისტორიის განუყოფელი ნაწილია. განსაცდელის ჟამს თავი არ დაგიზოგავთ, მამულის სიყვარული, თავდადება და სიმამაცე საქმით დაამოწმეთ და უანგაროდ ემსახურეთ მას. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და დღეგრძელობას. სამწუხაროდ, ბევრი თქვენი თანამებრძოლი გამოაკლდა ამ წუთისოფელს. შევთხოვთ უფალს, მართალთა სავანეში დააწესოს მათი სულები. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მოგმადლოთ თვისი მადლი და წყალობა თქვენ, თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს, ამინ!“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ანდრია ჯაღმაიძე - სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე დასასწრებად აკრედიტაცია არ მიეცათ ,,ტვ პირველისა" და ,,ფორმულას" ჟურნალისტებს - შეზღუდვის მიზანი არ არის მედიის საქმიანობის ხელშეშლა, არამედ საეკლესიო დღესასწაულის მშვიდ გარემოში ჩატარებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები