პოლიტიკა · 17 ოქტომბერი, 12:21
ცოტნე ანანიძე „ტვ პირველს": ირაკლი კობახიძის დამშვიდობება არ იქნება - მშვიდობა კი იქნება ჩვენი გუნდით
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე აცხადებს, რომ „ტვ პირველის“ ვარაუდი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადადგომასა და საზოგადოებასთან დამშვიდობებაზე არ გამართლდება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, "ტვ პირველის" მიერ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის დასმულ კითხვას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი განცხადებით, ჟურნალისტის ვარაუდი, რომ ირაკლი კობახიძე დღეს საზოგადოებას დაემშვიდობება და თანამდებობას დატოვებს, არ გამართლდება.
„ირაკლი კობახიძის დამშვიდობება არ იქნება - მშვიდობა კი იქნება ჩვენი გუნდით," - წერს ანანიძე.
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.