ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ჩიქოვანი: ვეტერანის დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ქვეყნისთვის ყველაზე რთულ დროს აიღეს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და სამშობლოსათვის თავდადებითა და ერთგულებით იბრძოლეს ჩვენი ქვეყნისათვის

ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ვეტერანების გამოცდილებამ და თავდადებამ საფუძველი შეუქმნა თავდაცვის ძალებს და თითოეული მათგანი განსაკუთრებული დამსახურების მქონე ადამიანია.

17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა. თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დასრულდა სულ ცოტა ხნის წინ სასტუმრო "პარაგრაფ" თბილისში. ადგილზე ვეტერანებთან ერთად აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

სტუმრებს სიტყვით მიმართა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, რომელმაც ამ დღის მნიშვნელობასა და ქვეყნის ისტორიაში ვეტერანების მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრა. ჩიქოვანის თქმით, თითოეული ვეტერანი არის განსაკუთრებული დამსახურების ადამიანი, რომელიც მისი გამოცდილებით მომავალს აძლიერებს.

"სახელმწიფო და მთლიანად ჩვენი საზოგადოება უდიდეს პატივისცემასა და მადლიერებას გამოხატავს იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და მშვიდობის დაცვას საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მიუძღვნეს. ვეტერანის დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ქვეყნისთვის ყველაზე რთულ დროს აიღეს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და სამშობლოსათვის თავდადებითა და ერთგულებით იბრძოლეს ჩვენი ქვეყნისათვის. თქვენი თაობების ისტორია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. თქვენ ღირსეულად იდექით იქ, სადაც ქვეყანას სჭირდებოდა ომებსა და შეიარაღებულ კონფლიქტებში, სამშვიდობო მისიებში, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის უმძიმეს მომენტებში. თქვენმა გამოცდილებამ და თავდადებამ საფუძველი შეუქმნა დღევანდელ თავდაცვის ძალებს. სწორედ ამიტომ, ჩემთვის თითოეული ვეტერანი არის განსაკუთრებული დამსახურების ადამიანი, რომელიც მისი გამოცდილებით მომავალს აძლიერებს და ქმნის სამხედრო ფიცის თანამებრძოლისა და სამშობლოს ერთგულების ცოცხალ მაგალითს," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ფეზეშქიანმა ფერეიდნელ ქართველებზე ისაუბრაწაიკითხე

უახლესი ამბები