ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში რეტროსპექტული გამოფენა - "არქიტექტურის 100 წელი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში - საუკუნოვანი გზავნილი" გაიხსნა

კულტურის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის სკოლის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა, სადაც უნიკალური საარქივო მასალების ნაწილს საზოგადოება პირველად იხილავს. კულტურის მინისტრ მაია ბითაძის განცხადებით, სამინისტრო აღნიშნული პროექტის ფინანსური მხარდამჭერია.

აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში რეტროსპექტული გამოფენა - "არქიტექტურის 100 წელი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში - საუკუნოვანი გზავნილი" გაიხსნა
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში რეტროსპექტული გამოფენა - "არქიტექტურის 100 წელი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში - საუკუნოვანი გზავნილი" გაიხსნარუსთავი 2

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში რეტროსპექტული გამოფენა -„არქიტექტურის 100 წელი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში - საუკუნოვანი გზავნილი“ გაიხსნა.

ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს კულტურის მინისტრმა, მაია ბითაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ და სამხატვრო აკადემიის რექტორმა, ყარამან ქუთათელაძემ.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიის მნიშვნელობაზე და უნიკალური საარქივო მასალების ახალგაზრდა თაობებისთვის ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე.

„საქართველოს კულტურის სამინისტრო ამ უნიკალური პროექტის ფინანსური მხარდამჭერია. ჩვენთვის პრიორიტეტულია იმგვარი ინიციატივების ხელშეწყობა, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, ქართული ხელოვნების ისტორიის კვლევასა და ჩვენი კულტურული ფასეულობების პოპულარიზაციას ემსახურება. რა თქმა უნდა, ამ ტიპის პროექტებს მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ, მით უფრო, რომ ისინი საგანმანათლებლო თვალსაზრისითაც გამორჩეულია - წინამორბედთა გამოცდილების გაცნობა, წარმატებულ პროფესიონალებთან შეხვედრა და თაობებს შორის დიალოგის გაღრმავება სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას, პროექტის ავტორებსა და ორგანიზატორებს, არქიტექტორთა ოჯახებს და თითოეულ ადამიანს, ვინც ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა.

გამოფენაზე წარმოდგენილია იმ შემოქმედთა მემკვიდრეობა, რომლებიც წლების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მოღვაწეობდნენ. პროექტის ფარგლებში განხორციელდა საუკუნოვანი ისტორიის ამსახველი უნიკალური საარქივო მასალების ციფრული კონსერვაცია, რომელთა მნიშვნელოვან ნაწილს საზოგადოება პირველად იხილავს. მულტიმედიურ გამოფენაზე წარმოდგენილია ამ მასალების საფუძველზე შექმნილი ქრონიკების ვიდეოინსტალაციები.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა რეტროსპექტული საგამოფენო კატალოგის -„საუკუნოვანი გზავნილი“ წარდგენა. გამოცემაში 30-ზე მეტი ავტორის შემოქმედებითი პორტრეტია გაერთიანებული.

ღონისძიებას პროექტის ორგანიზატორები, ხელოვნებათმცოდნეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოს კულტურის სამინისტრო ამ უნიკალური პროექტის ფინანსური მხარდამჭერია. ჩვენთვის პრიორიტეტულია იმგვარი ინიციატივების ხელშეწყობა, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, ქართული ხელოვნების ისტორიის კვლევასა და ჩვენი კულტურული ფასეულობების პოპულარიზაციას ემსახურება. რა თქმა უნდა, ამ ტიპის პროექტებს მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ, მით უფრო, რომ ისინი საგანმანათლებლო თვალსაზრისითაც გამორჩეულია - წინამორბედთა გამოცდილების გაცნობა, წარმატებულ პროფესიონალებთან შეხვედრა და თაობებს შორის დიალოგის გაღრმავება სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა“
მაია ბითაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში - რა საკითხები განიხილეს იგნასიო კასისმა, ირაკლი კობახიძემ და მაკა ბოჭორიშვილმაწაიკითხე

უახლესი ამბები