ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არასრულწლოვან გერს მდუღარე წყალს ასხამდა - ბრალდებულს 12 წელი მიესაჯა

საქართველოს პროკურატურათბილისის საქალაქო სასამართლო

არასრულწლოვანი გერის წამებისა და ბინის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე ბრალდებულს სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის ცნობით, მან ბავშვს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და აბაზანაში გარკვეული დროის განმავლობაში მდუღარე წყალს ასხამდა.

არასრულწლოვან გერს მდუღარე წყალს ასხამდა - ბრალდებულს 12 წელი მიესაჯა
არასრულწლოვან გერს მდუღარე წყალს ასხამდა - ბრალდებულს 12 წელი მიესაჯაფორმულა

არასრულწლოვანი გერის მიმართ წამების და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა, მისი მითითებების და დავალებების შეუსრულებლობის გამო, დასჯის მიზნით, არასრულწლოვან გერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდგომ კი აბაზანაში შეიყვანა და გარკვეული დროის განმავლობაში მდუღარე წყალს ასხამდა.

პროკურატურის ცნობით, ასევე, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ ძალის გამოყენებით შეამტვრია მისი საცხოვრებელი ბინის კარი და შიგნით შეაღწია.

"დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 144 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ წამება, ჩადენილი დამწაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) და 11 პრიმა 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ბინის ხელშეუხებლობის დარღვევა) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 144 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ წამება, ჩადენილი დამწაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) და 11 პრიმა 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ბინის ხელშეუხებლობის დარღვევა) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არასრულწლოვანი გერის მიმართ წამების და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები