ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, პან გონშენგს შეხვდნენ

საქართველოს ეროვნული ბანკი

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს რეზერვებში იუანის წილი ეტაპობრივად იზრდება და ეროვნული ბანკი ჩინეთის ბაზარზე ინვესტირებას აქტიურად ახორციელებს. საკითხი ქართველმა მაღალჩინოსნებმა ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ პან გონშენგთან შეხვედრაზე განიხილეს.

ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, პან გონშენგს შეხვდნენ
ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, პან გონშენგს შეხვდნენიმედინიუსი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, პან გონშენგს შეხვდნენ.

შეხვედრა ტაილანდში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური და ფინანსური თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები, ცენტრალურ ბანკებს შორის პარტნიორობის გაღრმავება და ფინანსური ბაზრების განვითარების მიმართულებით არსებული შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დივერსიფიკაციას, ჩინეთის კაპიტალის ბაზარზე ინვესტირების მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და იუანის წილის ეტაპობრივ ზრდას საქართველოს სავალუტო რეზერვებში.

„ჩვენ საკმაოდ ხშირი კონტაქტი გვაქვს ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან, ძალიან აქტიური თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტები გვაკავშირებს. მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ ვაგრძელებთ ჩვენი საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დივერსიფიკაციას, ეტაპობრივად იზრდება იუანის წილი ჩვენს რეზერვებში და საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად ახორციელებს ჩინეთის კაპიტალის ბაზარზე იუანში დენომინირებულ აქტივებში ინვესტირებას. აქედან გამომდინარე, გვაქვს საკმაოდ კარგი პროგრესი და მომავალში ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელოვანი საფუძველი 2025 წლის მარტში გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმია. დოკუმენტი ითვალისწინებს თანამშრომლობას მონეტარული პოლიტიკის, ფინანსური ტექნოლოგიების, საგადახდო სისტემებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების მიმართულებით, ასევე ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას. მემორანდუმის ფარგლებში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საერთაშორისო გადახდების ინფრასტრუქტურის განვითარება და ქვეყნებს შორის ფინანსური კავშირების გაძლიერებაა. ამ მიმართულებით თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ტრანზაქციების ეფექტიანობის ზრდასა და ქართულ ფინანსურ სექტორში ახალი შესაძლებლობების გაჩენას.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნულ ბანკი ავრცელებს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ საკმაოდ ხშირი კონტაქტი გვაქვს ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან, ძალიან აქტიური თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტები გვაკავშირებს. მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ ვაგრძელებთ ჩვენი საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დივერსიფიკაციას, ეტაპობრივად იზრდება იუანის წილი ჩვენს რეზერვებში და საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად ახორციელებს ჩინეთის კაპიტალის ბაზარზე იუანში დენომინირებულ აქტივებში ინვესტირებას. აქედან გამომდინარე, გვაქვს საკმაოდ კარგი პროგრესი და მომავალში ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება“
ნათია თურნავა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ეტაპობრივად იზრდება იუანის წილი ჩვენს რეზერვებში " - თურნავა და ხუციშვილი ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები